უფასო მიწოდება
ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
სრულიად ახალი Amazon Echo Buds 2nd Gen უფრო კომფორტულია და 20%-ით პატარაა, ვიდრე მისი წინამორბედები. ჩაშენებული აქვს მაღალი წარმადობის მქონე ხმის დრაივერი თითოეულ ყურსასმენში, რომელიც უზრუნველყოფს დაბალანსებულ ხმას გაფართოებული დინამიური დიაპაზონით.
Echo Buds აღჭურვილია ხმოვანი ასისტენტი Alexa-ს მხარდაჭერით, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ხმოვანი ასისტენტის დახმარებით შეამოწმოთ ამინდის პროგონოზი, მოუსმინოთ მუსიკას, განახორციელოთ ზარები და ა.შ.
Echo Buds 2nd Gen-ს აქვს მორგებული დიზაინის ხმაურის აქტიური ჩახშობის (Active Noise Cancellation) ტექნოლოგია, რომელიც ახშობს ორჯერ მეტ ხმაურს წინა მოდელთან შედარებით. Echo Buds 2nd Gen ასევე გთავაზობთ Passthrough-ის რეჟიმს, რომელიც საშუალებას გაძლევთ უფრო ნათლად გაიგოთ გარე სამყაროს ხმა ყურსასმენებით. ეს რეჟიმები შეგიძლიათ ჩართოთ ყურსასმენებზე ხელის დაჭერით, ან მისცეთ ბრძანება Alexa-ს.
Amazon Echo Buds 2nd Gen აქვს წყალგამძლეობისა და ნესტმედეგობის IPX4 რეიტინგი. ბატარეის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, ყურსასმენი უზრუნველყოფს ხუთ საათამდე მუსიკის დაკვრას ერთი დამუხტვით, ხოლო დამტენი ქეისით უზრუნველყოფს დამატებით 10 საათს. მთლიანობაში ერთი სრული დამუხტვით შეგიძლიათ უსმინოთ მუსიკას 15 საათის განმავლობაში.