ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
სრულიად ახალი Amazon Echo Buds 2nd Gen უფრო კომფორტულია და 20%-ით პატარაა, ვიდრე მისი წინამორბედები. ჩაშენებული აქვს მაღალი წარმადობის მქონე, ხმის დრაივერი თითოეულ ყურსასმენში, რომელიც უზრუნველყოფს დაბალანსებულ ხმას გაფართოებული დინამიური დიაპაზონით.
Echo Buds აღჭურვილია ხმოვანი ასისტენტი Alexa-ს მხარდაჭერით, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ხმოვანი ასისტენტის დახმარებით შეამოწმოთ ამინდის პროგონოზი, მოუსმინოთ მუსიკას, განახორციელოთ ზარები და ა.შ.
Echo Buds 2nd Gen-ს აქვს მორგებული დიზაინის ხმაურის აქტიური ჩახშობის (Active Noise Cancellation) ტექნოლოგია, რომელიც ახშობს ორჯერ მეტ ხმაურს წინა მოდელთან შედარებით. Echo Buds 2nd Gen ასევე გთავაზობთ Passthrough-ის რეჟიმს, რომელიც საშუალებას გაძლევთ უფრო ნათლად გაიგოთ გარე სამყაროს ხმა ყურსასმენებით. ეს რეჟიმები შეგიძლიათ ჩართოთ ყურსასმენებზე ხელის დაჭერით, ან მისცეთ ბრძანება Alexa-ს.
Amazon Echo Buds 2nd Gen აქვს წყალგამძლეობისა და ნესტმედეგობის IPX4 რეიტინგი. ბატარეის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, ყურსასმენი უზრუნველყოფს 5 საათამდე მუსიკის დაკვრას ერთი დამუხტვით, ხოლო დამტენი ქეისით უზრუნველყოფს დამატებით 10 საათს. მთლიანობაში ერთი სრული დამუხტვით შეგიძლიათ უსმინოთ მუსიკას 15 საათის განმავლობაში.