თბილისში მიწოდება 3 საათში
კონსერვი ძაღლებისთვის, ბატკნის ხორცითა და მსხლით
არომატი: ბატკანი, მსხალი
წონა: 400 გრ
ასაკი: ზრდასრული
Alpha Spirit-ის სველი საკვები განკუთვნილია ყველა ჯიშის 1 წელს ზემოთ ასაკის ძაღლებისთვის. კონსერვი დამზადებულია ნედლი ბატკნისა და მსხლისგან. არ შეიცავს გლუტენს, ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს..
Alpha Spirit-ის სველი საკვების მნიშვნელობა ზრდასრული ძაღლებისთვის:
ნატურალური ინგრედიენტები: დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ბატკნის ხორცისა (93%) და არომატული მსხლის ნაჭრებისგან – ბუნებრივი და ჯანსაღი საკვები, რომელიც არ შეიცავს მარცვლეულს, გლუტენს, ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს.
მაღალი კვებითი ღირებულება: 93% ბატკნის ხორცი უზრუნველყოფს ცილის მდიდარ და ადვილად მოსანელებელ წყაროს, რაც ხელს უწყობს კუნთოვანი მასის განვითარებასა და ძაღლის საერთო ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. იდეალურია მგრძნობიარე კუჭ-ნაწლავის მქონე ძაღლებისთვის.
დაბალანსებული კვება: ტექსტურა ადვილად მოსანელებელია ნებისმიერი ჯიშის ზრდასრული ძაღლისთვის. ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებული ფორმულა ხელს უწყობს ენერგიის შენარჩუნებასა და ძაღლის ჯანმრთელობას.


მნიშვნელოვანია რომ თქვენს ძაღლს ყოველთვის ჰქონდეს წვდომა სუფთა და ახლადგამოცვლილ წყალთან.
შემადგენლობა: ბატკნის ხორცი – 93% (70% ხორცი, ღვიძლი, გული), მსხალი – 4%, ჟელატინი, დაქუცმაცებული ჭარხლის ბოჭკო, სანელებლები და მინერალები.
საკვები დანამატები: თუთიის ოქსიდი – 30 მგ/კგ, გლუკოზამინი – 200 მგ/კგ, ქონდროიტინის სულფატი – 200 მგ/კგ.
ენერგეტიკული ღირებულება: 1208 კკალ / 4632 კჯ.
გარანტირებული ანალიზი: მთლიანი ცილა – 12%, მთლიანი ბოჭკო – 1.5%, მთლიანი ცხიმი – 8%, ნედლი ნაცარი – 2.8%, ტენიანობა – 75.5%, კალციუმი – 0.09%, ფოსფორი – 0.07%, ომეგა-3 EPA+DHA – 180 მკგ/კგ, რკინა – 15 მგ/კგ, ვიტამინი A – 2500 სე/კგ, ვიტამინი D – 125 სე/კგ, ვიტამინი E – 15 სე/კგ.
Alpha Spirit არის ესპანური ჰოლისტიკ ბრენდი, რომელიც შინაური ცხოველებისთვის მაღალი ხარისხის საკვებს აწარმოებს. ბრენდი გამოირჩევა იმით, რომ თავისი პროდუქციის დასამზადებლად იყენებს ნედლ ხორცს და ბუნებრივ ინგრედიენტებს, რაც უზრუნველყოფს ცხოველისთვის ადვილად მოსანელებელ, ნუტრიანტებით მდიდარ და ბიოლოგიურად შესაფერის კვებას.
Alpha Spirit-ის საკვები მზადდება ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც ინარჩუნებს შემავალი ინგრედიენტების ყველა სასარგებლო თვისებას და გემოს, რაც ცხოველების დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღ ცხოვრებას განაპირობებს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.