თბილისში მიწოდება 3 საათში
Alpha Spirit-ის სველი საკვები განკუთვნილია ყველა ჯიშის 1 წელს ზემოთ ასაკის კატებისთვის. კონსერვი დამზადებულია ნედლი ქათმისა და იხვის ხორცისგან. არ შეიცავს გლუტენს, ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს.
Alpha Spirit-ის სველი საკვების მნიშვნელობა ზრდასრული კატებისთვის:
ნატურალური ინგრედიენტები: დამზადებულია მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით. არ შეიცავს მარცვლეულს, გლუტენს, ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს.
მაღალი კვებითი ღირებულება: 94% იხვისა და ქათმის ხორცი – ცილის ბუნებრივი წყარო, რომელიც გამდიდრებულია აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით. იდეალურია მგრძნობიარე კუჭ-ნაწლავის მქონე კატებისთვის.
დაბალანსებული კვება: ადვილად მოსანელებელი ტექსტურა უზრუნველყოფს სრულფასოვან დიეტას. დამატებული ტაურინი (0.4%) აუცილებელია გულისა და მხედველობის ჯანმრთელობისთვის.

შემადგენლობა: ქათამი 64% (მათ შორის: 70% ხორცი, ღვიძლი, გული), იხვი 30% (მათ შორის: 60% ხორცი, ღვიძლი, გული), ბოსტნეული, ჟელატინი, დაჭრილი ჭარხლის ბოჭკო, სანელებლები, კასავა.
საკვები დანამატები – ვიტამინები (სე): ვიტამინი A, ვიტამინი D3, ვიტამინი E.
მინერალები (მგ): მანგანუმი (Mn): 12.0 მგ, რკინა (Fe): 29.0 მგ, სპილენძი (Cu): 2.3 მგ, თუთია (Zn): 30.0 მგ, იოდი (I): 0.5 მგ, ტაურინი: 0.4%.
ენერგეტიკული ღირებულება: 1054 კკალ / 4410 კჯ
გარანტირებული ანალიზი: მთლიანი ცილა – 10.3%, მთლიანი ბოჭკო – 1%, მთლიანი ცხიმი – 5.7%, მთლიანი ნაცარი – 1.9%, ტენიანობა – 78%, კალციუმი – 0.22%, ფოსფორი – 0.17%
Alpha Spirit არის ესპანური ჰოლისტიკ ბრენდი, რომელიც შინაური ცხოველებისთვის მაღალი ხარისხის საკვებს აწარმოებს. ბრენდი გამოირჩევა იმით, რომ თავისი პროდუქციის დასამზადებლად იყენებს ნედლ ხორცს და ბუნებრივ ინგრედიენტებს, რაც უზრუნველყოფს ცხოველისთვის ადვილად მოსანელებელ, ნუტრიანტებით მდიდარ და ბიოლოგიურად შესაფერის კვებას.
Alpha Spirit-ის საკვები მზადდება ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც ინარჩუნებს შემავალი ინგრედიენტების ყველა სასარგებლო თვისებას და გემოს, რაც ცხოველების დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღ ცხოვრებას განაპირობებს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.