თბილისში მიწოდება 3 საათში
მშრალი საკვები ლეკვებისთვის, ინდაურის ხორცითა და თევზით
არომატი: ინდაური, თევზი
წონა: 12 კგ
ასაკი: ლეკვი
Alpha Spirit-ის მშრალი საკვები განკუთვნილია ყველა ჯიშის 2 დან 12 თვემდე ლეკვებისთვის. დამზადებულია ნედლი ინდაურისა და თევზის ხორცისგან. 1 კგ საკვების დასამზადებლად გამოყენებულია 2.24 კგ ნედლი ხორცი და 0.56 ნედლი თევზი. არ შეიცავს გლუტენს, ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს.
Alpha Spirit-ის მშრალი საკვების მნიშვნელობა ლეკვებისთვის:
ნატურალური ინგრედიენტები: დამზადებულია ნედლი ინდაურისა და თევზის ხორცისგან. ბუნებრივი და ჯანსაღი საკვები, რომელიც არ შეიცავს მარცვლეულს, გლუტენსა და ფქვილს. ინგრედიენტები მზადდება დაბალ ტემპერატურაზე, რაც შემავალი ვიტამინებისა და მინერალების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
მაღალი კვებითი ღირებულება: ცილებით მდიდარი საკვები ხელს უწყობს კუნთოვანი მასის განვითარებასა და ლეკვების ჯანსაღ ზრდის პროცესს.
დაბალანსებული კვება: შეიცავს ბოსტნეულს, ხილს და ხელს უწყობს ჯანსაღ, მარტივ მონელებას. საკვები იდეალურია ლეკვების ყოველდღიური რაციონისთვის, რადგან მათ ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია რომ თქვენს ძაღლს ყოველთვის ჰქონდეს წვდომა სუფთა და ახლადგამოცვლილ წყალთან.
შემადგენლობა: ნაწილობრივ ჰიდროლიზებული ნედლი ხორცი და თევზი (35% ინდაურის ხორცი, 20% მთლიანი თევზი – მაკრელა, ქაფშია, სარდინი, 15% ღორის ხორცი, 10% იხვი, 5% ქათმის ღვიძლი), ჰიდროლიზებული სახამებელი, კვერცხი, ჭარხლის ბოჭკო, ლუდის საფუარი, ტკბილი კარტოფილი, სტაფილო, ვაშლი, ქინძი, ქონდარი, კურკუმა.
გარანტირებული ანალიზი: მთლიანი ცილა – 31%, მთლიანი ბოჭკო – 2%, მთლიანი ცხიმი – 16%, ნედლი ნაცარი – 8%, ტენიანობა – 16%, ომეგა-3 EPA+DHA – 2000 მგ/კგ, კალციუმი – 1.3%, ფოსფორი – 1.2%, რკინა – 70 მგ/კგ, გლუკოზამინი – 4400 მგ/კგ, ტაურინი – 3000 მგ/კგ.
დამატებითი ინფორმაცია: საკვები არ შეიცავს მარცვლეულს, გლუტენსა და ფქვილს. დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებისგან.
Alpha Spirit არის ესპანური ჰოლისტიკ ბრენდი, რომელიც შინაური ცხოველებისთვის მაღალი ხარისხის საკვებს აწარმოებს. ბრენდი გამოირჩევა იმით, რომ თავისი პროდუქციის დასამზადებლად იყენებს ნედლ ხორცს და ბუნებრივ ინგრედიენტებს, რაც უზრუნველყოფს ცხოველისთვის ადვილად მოსანელებელ, ნუტრიანტებით მდიდარ და ბიოლოგიურად შესაფერის კვებას.
Alpha Spirit-ის საკვები მზადდება ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც ინარჩუნებს შემავალი ინგრედიენტების ყველა სასარგებლო თვისებას და გემოს, რაც ცხოველების დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღ ცხოვრებას განაპირობებს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.