უფასო მიწოდება
Aeno EG3 სახლის გრილს აქვს გრილინგის, ტოსტინგის და გალღვობის ფუნქციები. მოწყობილობას აქვს მომზადების 6 ავტომატური რეჟიმი: თევზი, ქათამი, ბურგერი, სოსისი, სტეიკი, სენდვიჩი. მომზადების წინასწარ განსაზღვრული დონეებიდან: rare, medium, well, well done, შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი სენსორული პანელიდან და გრილი ნებისიერ პროდუქტს იდეალურად მოამზადებს. გრილს აქვს მოხსნადი თეფშები, რომლებიც არ იკრავს, იწმინდება მარტივად და შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა.
გრილი დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან და პლასტმასასგან. მზადების პროცესში ზედაპირი და სახელური არ ცხელდება. პანელზე დატანილი ხმის და ფერის ინდიკატორები მიგანიშნებთ პროდუქტის მომზადების დონეზე და პროცესის დასრულებაზე.
EG3 მოწყობილობას აქვს ავტომატური გათიშვის ფუნქცია უსაფრთხოებისთვის. ავტომატურად ითიშება გადახურების შემთხვევაშიც. აღჭურვილია მოცურების საწინააღმდეგო ფიქსატორებით. კომპლექტაციაშია მაღალი ხარისხის პლასტმასასგან დამზადებული ცხიმის საწვეთურიც.
2021 წელს შექმნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი AENO მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, მოწინავე ტექნოლოგიით შექმნილ პროდუქციას სთავაზობს. AENO-ს ასორტიმენტი მოიცავს ისეთი კატეგორიის პროდუქტებს, როგორიცაა სამზარეულოს ტექნიკა, სახლის მოვლა, თავის მოვლა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო აქსესუარები.
ბრენდის პროდუქცია მინიმალიზმით, ფუნქციურობითა და განსაკუთრებული ვიზუალური ესთეტიურობით გამოირჩევა, რასაც ადასტურებს ისიც, რომ AENO არის Red Dot Product Design Awards 2023 ჯილდოს მფლობელი ბრენდი.
ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მისია ეკომეგობრულობის შენარჩუნებაა. კომპანია ცდილობს, რომ პროდუქცია მდგრადობის პრინციპების მაქსიმალური დაცვით აწარმოოს, რისთვისაც 100%-ით ეკომეგობრულ შეფუთვებსა და ენერგოეფექტურ საწარმოო მასალას იყენებს
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.