კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
9 მთა, IPA, გაფილტრული ლუდი, 330 მლ.9 მთა, IPA, გაფილტრული ლუდი, 330 მლ.
9 მთა, IPA, გაფილტრული ლუდი, 330 მლ.

უფასო მიწოდება

13.90
9 მთა, IPA, გაფილტრული ლუდი, 330 მლ.  9 mta, ipa, gafilTruli ludi, 330 ml. - ვარიაცია 1 9 მთა, IPA, გაფილტრული ლუდი, 330 მლ.  9 mta, ipa, gafilTruli ludi, 330 ml. - ვარიაცია 1

9 მთა, IPA, გაფილტრული ლუდი, 330 მლ.

ID: 4860112990011

ინდური ღია ელი.

ტექნოლოგია: ზედა ხარშვა.

ალკოჰოლის შემცველობა: 4.5%.

ქვეყანა: საქართველო.

არომატი: სვია, ალაო.

გემო: სასიამოვნო, გამაგრილებელი.

ბოთლის ტიპი: შუშა.

ფერი: ქარვისფერი.

მოცულობა: 330 მლ.

13.90

უფასო მიწოდება3 სთ-ში

დახასიათება

ყველაზე დიდი გავლენა კრაფტ ლუდის განვითარებაში სწორედ IPA-ს, ანუ ინდურ ღია ფერის ელს, ეკუთვნის. ეს სტილი 1800-იანი წლებიდან არსებობს, ლუდის ხარშვის ეს მეთოდი შეიქმნა ბრიტანეთში. აქვს გაცილებით მეტი სვია, ამიტომ მისი ტრანსპორტირება ბრიტანეთიდან ინდოეთში შესაძლებელელი იყო. ეს იყო პირველი ღია ფერის ელი და პირველი ლუდი, რომელიც ექსპორტზე ინდოეთში გავიდა, აქედან გამომდინარე შეერქვა სახელი. „9 მთა“ IPA-ს მოსახარშად იყენებს ავსტრალიურ იშვიათი ჯიშის სვიას- Galaxy-ს. IPA-ში მიღებული უნიკალური გემოები მიიღწევა მხოლოდ მასში გამოყენებული სვიითა და ალაოთი. „თავდაპირველ სიმშრალეს მოსდევს მასიური ტროპიკული არომატი, რასაც ალაოს თავისებურად გამოკვეთილი გემო ასრულებს“.

ბრენდის ისტორია

ყველა მოგზაურს თავისი გზა აქვს, რომელზეც ადრე თუ გვიან, საკუთარ თავს აუცილებლად აღმოაჩენს. ჩვენთვის ეს გზა ბერგენზე გადიოდა. სწორედ სიახლის და თავგადასავლების სიყვარულმა მიგვიყვანა თავის დროზე პირველ კათხა კრაფტ ლუდთან. ამას ერთი ყლუპით შეყვარება დავარქვით. მას შემდეგ ბევრი კრაფტი დაილია და ჩვენც ერთხელ ნორვეგიაში აღმოვჩდნით, სადაც კრაფტ ლუდის ფესტივალზე Jikiun Kjetil გავიცანით. იგი ყოფილი ნორვეგიელი მფრინავია, რომელმაც ერთ დღეს, კრაფტ ლუდის აღმოჩენის შემდეგ, გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის პროფესიაზე და მთლიანად კრაფტ ლუდის ხარშვაზე გადაერთო. სწორედ ნორვეგიაში მოგზაურობის, კრაფტ ლუდის მრავალფეროვან კულტურასთან გაცნობისა და Jikiun Kjetil-თან შეხვედრის შემდეგ, ჩვენც, არც მეტი არც ნაკლები, ზუსტად მივხვდით რისი კეთება გვინდოდა ცხოვრებაში- ქართველი ლუდის მოყვარულებისთვის გაგვეზიარებინა მეხსიერებიდან ამოუშლელი გამოცდილება, რაც იქ მივიღეთ. ჩვენ ხომ თავისუფლებისა და ექსპერიმენტების მოყვარული ერი ვართ. კრაფტ ლუდი კი მისთვისაა, ვინც ახალი შეგრძნებების გარეშე ვერ ცხოვრობს. მოკლედ, საქართველოში ჭეშმარიტი კრაფტ ლუდის ენერგიით დამუხტულები დავბრუნდით და კრაფტ ლუდის კომპანია გავხსენით. ერთად შემუშავებული რეცეპტის მიხედვით სამი სახის კრაფტის- hoppy Lager-ის (ყველაზე დემოკრატიული და კლასიკური, ტრადიციული გემოს მოყვარულებთათვის), Pale Ale-ს (ბალანსის მოტრფიალეებისთვის) და უმაღლესი ხარისხის სვიისგან დამზადებული IPA-ს (მათთვის, ვისაც მძაფრი შეგრძნებები იზიდავს) წარმოება დავიწყეთ. სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კრაფტ ლუდის ინდივიდუალურად გამორჩეული ადამიანებისთვის, ვისაც ერთი სურვილი- თითოეული ყლუპისგან რაც შეიძლება დიდი სიამოვნების მიღება აერთიანებს. ჰოდა, გაგვიმარჯოს! ან, როგორც ნორვეგიელები ამბობენ - skål!

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაციები

  • კატეგორიაღია ელი
  • სახეობაგაფილტრული
  • მოცულობა330 მლ
  • ქვეყანასაქართველო
  • ბრენდი9 მთა
  • ალკოჰოლის პროცენტი4.5%
  • ფერიქარვისფერი
  • შეფუთვაშუშის ბოთლი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.