კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
4 რომანი4 რომანი
4 რომანი

უფასო მიწოდება

44.95
4 რომანი
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

4 რომანი

ID: 9789941482410
4 რომანი  4 romani4 რომანი  4 romani

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი, გიორგი მეტრეველი, ელზა მეტრეველი, სალომე ბენიძე

რედაქტორი: თამარ ლონდარიძე, ნინო დეკანოიძე

გამოცემის წელი: 2018

გვერდების რაოდენობა: 662

ISBN: 9789941482410

გამომცემლობა: ინტელექტი

44.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში

მსგავსი პროდუქტები

ანოტაცია

წიგნში მილორად პავიჩის ოთხი რომანია შესული: „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში“ – რომანი თავგანწირულ სიყვარულსა და სიძულვილზე, ღალატზე, ერთგულებასა და შურისძიებაზე, წარმატებასა და ბედნიერებაზე. მთარგმნელები: ელზა და გიორგი მეტრეველები „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“ თავისებური ლიტერატურული თამაშია – მწერალი თამაშობს სიტყვებით, ბედ-იღბლით, ლიტერატურული პერსონაჟებით, მწერლებით, მხატვრებით, მუსიკოსებით. პავიჩი ამ წიგნშიც არახაზობრივი პროზის ოსტატია, რთულიც და ერთგვარად დამაბნეველიც. მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი. განსხვავებულია პავიჩის 2004 წელს გამოცემული დეტექტიური რომანის – „უნიკალური ეგზემპლარის“ კომპოზიცია: წიგნს ასი დასასრული აქვს, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს, მისთვის სასურველი ვერსია აირჩიოს. შესაბამისად, ყველა, ვინც ამ წიგნს გადაშლის, უნიკალური ეგზემპლარის მფლობელი გახდება. მთარგმნელი: სალომე ბენიძე. თავისი მეუღლისა და შთაგონების წყაროს – იასმინა მიხაილოვიჩისადმი მიძღვნილი „სხვა სხეულის“ მთავარი პერსონაჟი ანა თავის მიჯნურთან ერთად XVIII საუკუნის ვენეციაში ცხოვრობს. ისინი ფერისმცვალებელი ქვის ბეჭდისა და ფეხიანი სასმისის ძირზე წარწერილი უცნაური გამონათქვამის საიდუმლოს გამოცნობას ცდილობენ; თითქმის სამასი წლის შემდეგ სერბი მწერალი და მისი ცოლი ლიზა კვლავ წააწყდებიან ქვის ბეჭდის, გამონათქვამისა და „ღვთისმშობლის ცრემლთა“ გამოცანა-საიდუმლოს. მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი მილორად პავიჩი
  • მთარგმნელი გურამ გოგიაშვილი, გიორგი მეტრეველი, ელზა მეტრეველი, სალომე ბენიძე
  • რედაქტორი თამარ ლონდარიძე, ნინო დეკანოიძე
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 662
  • ფორმატი 176 x 250 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2018
  • ორიგინალის ენა სერბული
  • ავტორის წარმომავლობა სერბეთი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.