კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ჰაიდი (ნაწილი I)ჰაიდი (ნაწილი I)
ჰაიდი (ნაწილი I)

უფასო მიწოდება

10.90
ჰაიდი (ნაწილი I)
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

ჰაიდი (ნაწილი I)

ID: 9789941920622
ჰაიდი (ნაწილი I)  haidi (natsili i)ჰაიდი (ნაწილი I)  haidi (natsili i)

მთარგმნელი: ნანა ჭიღლაძე

გამოცემის წელი: 2015

გვერდების რაოდენობა: 160

ISBN: 9789941920622

გამომცემლობა: პეგასი

10.90

უფასო მიწოდება3 სთ-ში

მსგავსი პროდუქტები

თალგამი
ჰაიდი (ნაწილი II)
ანოტაცია

იოჰანა შპირი (1827-1901) მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიელი საბავშვო მწერალია. ის ციურიხის ტბასთან ახლოს, პატარა სოფელ ჰირცელში დაიბადა და ექიმ იოჰან იაკობ ჰოიზერის ოჯახში ექვსიდან რიგით მეოთხე ბავშვი იყო. იოჰანამ მისი დროისთვის და სოციალურ მდგომარეობისთვის შესაფერისი განათლება მიიღო. შემდეგ, 25 წლის ასაკში, დაქორწინდა, მაგრამ მეუღლე და ერთადერთი შვილი ადრე დაკარგა. დეპრესიასა და სულიერ პრობლემებს მოთხრობების წერით იქარვებდა. სიცოცხლის ბოლომდე თხზავდა ამბებს “ბავშვებისთვისადა მათთვის, ვისაც ბავშვები ძალიან უყვარს”. მწერლობის ნიჭი დედისგან, მეტა ჰოიზერ შვაიცერისგან გამოჰყვა, რომელიც თავისი დროის რელიგიურ პოეტად ითვლება. ობოლი გოგონას ჰაიდის თავგადასავალი, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის საბავშვო ბესტსელერია, იოჰანა შპირიმ 52 წლის ასაკში, 1879 წელს, საშობაოდ, სულ რამდენიმე კვირაში დაწერა და მალევე გამოაქვეყნა. წიგნს გამოსვლითანავე თავბრუდამხვევი წარმატება მოჰყვა. იოჰანა შპირის შექმნილ იდეალულ სამყაროში ხაზგასმულია აღზრდისა და განათლების აუცილებლობა. თითქმის საუკუნე-ნახევრის შემდეგაც საინტერესოდ იკითხება პატარა გოგონას ამბავი, რომელიც შვეიცარიის ალპებში მოხუც ბაბუასთან ერთად ცხოვრობს და ყველა ასაკის მკითხველს ხიბლავს გულწრფელობითა და სუფთა, ბავშვური გულუბრყვილობით. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ეს არაჩვეულებრივი ამბავი მსოფლიოს 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ხოლო მის სიუჟეტზე 12 სრულმეტრაჟიანი და არაერთი ანიმაციური ფილმია გადაღებული.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი იოჰანა შპირი
  • მთარგმნელი ნანა ჭიღლაძე
  • გამომცემლობა პეგასი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 160
  • ფორმატი 170 x 235 მმ
  • ორიგინალის ენა გერმანული
  • ავტორის წარმომავლობა შვეიცარია
  • ასაკობრივი ჯგუფი 6 - 8 წელი, 9 - 12 წელი
  • ყდა მაგარი
  • გამოცემის წელი 2015


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.