უფასო მიწოდება
Smart Life აპლიკაციით მართვის შესაძლებლობა
სახლში ჰაერის ტენიანობის კონტროლი ახლა ბევრად უფრო მარტივია Xiaomi Deerma DEM-F10W-სთან ერთად. ჰაერის დამატენიანებელი გათვლილია 20 მ² ფართზე.
ჩაშენებული განათება მოწყობილობას ღამის განათებად აქცევს. ფუნქციებზე წვდომა შესაძლებელია სენსორული პანელით ან Smart Life აპლიკაციით. ასევე აქვს ავტომატური გამორთვის ფუნქცია, როდესაც სითხის დონე კრიტიკულად დაბალია.
მოწყობილობას შეუძლია 16 საათის განმავლობაში უწყვეტი მუშაობა, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მის გამოყენებას. ჰაერის დამატენიანებელს აქვს 4.5 ლ წყლის ავზი და მაქსიმალურად დაბალი ხმა, მუშაობისას მისი ხმაურის დონე არ აღემატება 46dB-ს. შესაბამისად მოწყობილობა ხელს არ შეგიშლით საქმეზე ფოკუსირებაში ან დასვენებაში.
კომპაქტური, პორტატული დიზაინის წყალობით, მარტივად შეძლებთ მის გადაადგილებას ერთი ოთახიდან მეორეში.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.