უფასო მიწოდება
ჯოვანი მორა, ლეპტოპის ჩასადები "ირმის ნახტომი", 33 სმ
ნივთის ზომა: 33 სმ
მასალა: 100 % პოლიესტერი
ჯოვანი მორას ლეპტოპის ჩასადები „ირმის ნახტომი“-ს ორნამენტი შექმნილია წალენჯიხის ტაძარში გამოსახული ქტიტორ აფაქიძის სამოსის მოტივებზე. XVII საუკუნე. პროდუქტი შექმნილია თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტის - „ქართული ქსოვილის" ფარგლებში. მასალა: 100% პოლიესტერი. ხელნაკეთია საქართველოში. გარეცხვა რეკომენდებულია სარეცხ მანქანაში 30°C-ზე. ლეპტოპის ჩასადები ღილაკით იკვრება.
ჯოვანი მორა ქართული ბრენდია, რომელიც ქმნის უნიკალური დიზაინის კონცეპტუალურ აქსესუარებსა და ტანსაცმელს.ბრენდის კოლექციები ეკომეგობრულობით და უმაღლესი ხარისხის გამოყენებული მასალით გამოირჩევა. მათ შორისაა 100% ბუნებრივი აბრეშუმი, 100% ბამბა, გადამუშავებული ხელოვნური ქსოვილი და ხელოვნური ტყავი.ამავდროულად, ჯოვანი მორას კოლექციებს განსაკუთრებული კონცეფციებიც გამოარჩევს — ბრენდის ცნობილ პროდუქტებს შორისაა ოკუპირებული საპასპორტე, ენობრივი მრავალფეროვნებისა და ქართული ქსოვილის კოლექციები.