კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ხმა ტომისიდანხმა ტომისიდან
ხმა ტომისიდან

უფასო მიწოდება

13.0019.95-35%
ხმა ტომისიდან
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

ხმა ტომისიდან

ID: 9789941513220
ხმა ტომისიდან  khma Tomisidanხმა ტომისიდან  khma Tomisidan

გამოცემის წელი: 2024

გვერდების რაოდენობა: 156

ISBN: 9789941513220

გამომცემლობა: არტანუჯი

13.0019.95-35%

უფასო მიწოდება3 სთ-ში
ანოტაცია

„დიდი რომაელი პოეტი პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ძვ.წ.43 – ახ.წ.18 წლებში, მისმა ქმნილებებმა საუკუნეებს გაუძლო და მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი, იგი დღესაც ინტენსიურად ითარგმნება – ჩვენი თარგმანიც, პირველ ყოვლისა, ამის დასტურია...

 

ოვიდიუს ნაზონი, ძალზე პოპულარული თავის თანამედროვეთა შორის და სიყვარულით გარემოცული, რომში უშფოთველად ცხოვრობდა, ედგა მშვენიერი სახლი რომის ცენტრში, ჰყავდა საყვარელი ცოლი და ქალიშვილი (მესამე ქორწინებიდან), როცა, მოულოდნელად, დაახლოებით ორმოცდაათს მიტანებულ პოეტს, ოქტავიანუს ავგუსტუსის ბრძანებით, ახ.წ. მე-8 წელს დედაქალაქიდან, რომიდან, შორეულ და იმჟამად მიკარგულ მხარეში – პატარა ქალაქ ტომისში (ახლანდელი კონსტანცა, რუმინეთში) ასახლებენ, მიზეზი გადასახლებისა დღემდე რჩება საიდუმლოდ, თუმცა პოეტი პირველ და უეჭველ მიზეზად თვითონვე ასახელებს საკუთარ ლექსებს, რომლებმაც დიდი ვნება მიაყენეს მას.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება, ჰიპოთეზა გამოითქვა, მაგრამ ეს ამბავი ბოლომდე ნათელი არ არის, მაინც რჩება საიდუმლოდ; ოვიდიუსს იქ მიუსჯიან ცხოვრებას სიკვდილის დღემდე ნახევრადველურ სარმატებსა და გოთებს შორის; იქ დაიწერება მისი „ნაღვლიანი ელეგიები“ და „წერილები პონტოდან“; ეს ელეგიები პოეტის მავედრებელი ხმაა მშობლიურ მხარეში დაბრუნებას რომ ითხოვს.

პონტოური ელეგიებით („ნაღვლიანი ელეგიები“, „წერილები პონტოდან“) ოვიდიუსმა შექმნა ახალი, განსხვავებული ტიპის, სტილისტიკის პოეზია, რომელიც არ ეხმიანება დანაკლებად ჰგავს მის იქამდე დაწერილ ქმნილებებს: ეს არის ახალი ჟანრი, ამ ჟანრის ელეგიათა თემა იმ დროის ლიტერატურისთვის არააპრობირებული და უნიკალურია – მარტოობა.

ეს თემა ჩვენთვის, დღევანდელი მკითხველისთვის, მეტად ნაცნობი და აქტუალურია, ჯერ კიდევ რომანტიკულმა ლიტერატურამ XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე შექმნა გმირის ახალი ტიპი – მარტოსული ადამიანი, რომელიც უპირისპირდება გარემომცველ სამყაროს; მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი მწერლები უტრიალებენ ადამიანის ეგზისტენციალური მარტოობის თემას და ცდილობენ მისი ყველა წახნაგის გამოშუქებასა და გააზრებას თავიანთ ნაწარმოებებში. მაგრამ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში ეს თემა პირველად ოვიდიუსთან გახმიანდება. ანტიკურობისთვის ეს იყო სიახლე.“ – მთარგმნელის წინასიტყვაობიდან

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი
  • გამომცემლობა არტანუჯი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 156
  • ფორმატი 140 x 180 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2024
  • ორიგინალის ენა ლათინური
  • მთარგმნელი მანანა ღარიბაშვილი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.