თბილისში მიწოდება 3 საათში
ისიამოვნეთ აბსოლუტური თავისუფლებით დალაგებისას! პორტატული მტვერსასრუტი Samsung JET 70 VS15T7031R4/EV აღჭურვილია 21.6 V Li-Ion ელემენტით, რომლის მეშვეობითაც ერთი დატენვით მოწყობილობა 40 წუთამდე მუშაობის შესაძლებლობას იძლევა.
Samsung JET 70 VS15T7031R4/EV მოწყობილობა გამოირჩევა თავისი 2 in 1 ფუნქციონალურობით, რაც გულისხმობს იმას, რომ მას მუშაობა შეუძლია როგორც ჩვეულებრივ მტვერსასრუტად, ისე ხელის მტვერსასრუტად. მშვენიერია სახლში ისეთი ტექნიკის ქონა, რომელიც 2 ცალკეული მოწყობილობას ფუნქციას ასრულებს.
ხელის მტვერსასრუტის ნაწილის მოხსნა/გამოყენება საკმაოდ მარტივი და კომფორტულია. განსაკუთრებით გამოგადგებათ კუთხეების და ძნელად მისადგომი ადგილების მტვრისგან გასათავისუფლებლად. მტვერსასრუტს აქვს HEPA Multi-layered ფილტრაციის სისტემა და LED ილუმინაცია, რომლის დახმარებითაც ყველა სახის ჭუჭყსა და მტვერს ისრუტავს.
საშუალება გაქვთ აირჩიოთ 4 სხვადასხვა რეჟიმიდან ერთ-ერთი - MAX/MID/MIN/WET. აქვს ციფრული ეკრანი და ასევე აჩვენებს მოწყობილობა დასატენია თუ არა და რამდენი წუთი მუშაობის შესაძლებლობა აქვს დარჩენილი.
Samsung JET 70 VS15T7031R4/EV მოწყობილობას მოყვება თავისი სტაციონარული დამტენი. ასევე მოყვება ერთი კომბინირებული თავი და სპეციალური თავი ნაპრალებიდან მტვრის მარტივად შესრუტვისთვის. მტვრის კონტეინერისა და ფილტრის გასუფთავება მარტივია. ამასთან, მტვრის კონტეინერის გარეცხვაცაა შესაძლებელი. მოწყობილობა ერგონომიული დიზაინის, მსუბუქი და სრულად პორტატულია.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.