კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ხალდე-ლაჰილხალდე-ლაჰილ
ხალდე-ლაჰილ

უფასო მიწოდება

11.95
ხალდე-ლაჰილ

ხალდე-ლაჰილ

ID: 9789941314438
ხალდე-ლაჰილ  khalde-lahilხალდე-ლაჰილ  khalde-lahil

გამოცემის წელი: 2021

გვერდების რაოდენობა: 120

გამომცემლობა: ინტელექტი

11.95

უფასო მიწოდება
ანოტაცია

მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში მეფის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებულ სვანეთში სადამსჯელო ექსპედიცია ორჯერ მოეწყო. 1876 წელს, მეორე ექსპედიციისას, აჯანყების ჩასახშობად თითქმის ორიათასკაციანი რაზმი გაგზავნეს, რომელთაც სოფელ ხალდის მცხოვრებლებსა და იქ გამაგრებულ რამდენიმე ათეულ აჯანყებულ მებრძოლს შემოარტყეს ალყა. ხალდელები თითქმის მთელი თვე იბრძოდნენ, თუმცა, ბოლოს რუსებმა მიწასთან გაასწორეს სოფელი ხალდე – ააფეთქეს მისი ათზე მეტი სვანური კოშკი, აკრძალეს სოფლის სახელის ხსენება და იქ დასახლება, ცოცხლად გადარჩენილი აჯანყებულები კი გაასამართლეს. სწორედ ეს სასამართლო პროცესი გადააქცია დათო ტურაშვილმა მხატვრულ ტექსტად, პიესა „ხალდე-ლაჰილად“, რომელშიც, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მოღვაწეების – აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, სერგეი მესხის გარდა, რომლებიც მართლაც მონაწილეობდნენ ხალდელების სასამართლო პროცესში, უფრო გვიანდელ და ჩვენი დროის ისტორიკოსებს, ეთნოგრაფებსა და მწერლებიც კი აქვთ თავიანთი როლები. ამ ხერხის წყალობით მკითხველს საშუალება ეძლევა ეს საოცრად ამაღელვებელი ამბავი თანამედროვე პერსპექტივიდანაც გაიაზროს და შეიგრძნოს. „ვიცი, რომ ხვალინდელი დღე შეიძლება მართლაც ბოლო აღმოჩნდეს ჩემთვის, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ და გათენების არ მეშინია, რადგან ისიც ვიცი, რომ თავისუფლება ზოგჯერ სიცოცხლეზე მეტია“ – ამ ფრაზით მთავრდება პიესა, ფრაზით, რომელიც შესანიშნავად გამოხატავს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებს სულისკვეთებასა და სიმართლეს ნებისმიერ დროსა და სივრცეში.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი დათო ტურაშვილი
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 120
  • ფორმატი 12,5 x 19 სმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2021
  • ორიგინალის ენა ქართული
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო