თბილისში მიწოდება 3 საათში
*ქარვისფერი მშრალი ღვინო.
*გაუფილტრავი.
*ყურძნის ჯიში: მწვანე, რქაწითელი.
*ტექნოლოგია: ქვევრი.
*ალკოჰოლის შემცველობა: 13.5%.
*ქვეყანა: საქართველო.
*რეგიონი: კახეთი.
*არომატი: მწიფე ხილი, პიტნა, ტარხუნა.
*გემო: დაბალანსებული, სასიამოვნო.
*ფერი: ქარვისფერი.
*ბოთლის ტიპი: შუშა
*მოცულობა: 750 მლ.
ქარვისფერი მშრალი ღვინო, დაყენებულია წინანდლის მიკრო-ზონაში მოწეული კახური მწვანისა და რქაწითელის ყურძნისგან. ღვინო დაყენებულია ქვევრში, კახური ტრადიციული ტექნოლოგიით - ჭაჭაზე დავარგებით. ღვინო მდიდარია სასარგებლო ტანინებით, რაც მის სხეულს ძლეირსა და დაბალანსებულს ხდის. ამ ღვინოში თავმოყრილია როგორც რქაწითელის, ასვე კახური მწვანესთვის დამახასიათებელი არომატები. აღენიშნება როგორც მწიფე ხილის, ასევე პიტნისა და ტარხუნის გრილი ტონები. ღვინო უხდება შემწვარ, მოხარშულ ხორცს, ასევე შემწვარ თევზსა და ყველს. შეინახეთ და მიირთვით გრილ ტემპერატურაზე 15-16 გრადუსზე.
„ჭონას მარანი“ არის ჭონიშვილების საგვარეულო მარანი, რომელიც მდებარეობს ქალაქ თელავში. ოჯახს გააჩნია ნატურალური ღვინის წარმოების მრავალწლიანი ტრადიცია, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობებს და დაფუძნებულია კახურ ტრადიციულ ტექნოლოგიაზე, რაც გულისხმობს ღვინის ქვევრში დაყენებასა და დავარგებას. ღვინო იწარმოება საკუთარ ვენახში მოყვანილი ყურძნიდან. ვენახის მოვლა ხდება ბიო-ორგანული წესების შესაბამისად. ვენახის მოვლა, ყურძნის დაწურვა, ღვინის დაყენება და ბოთლში ჩამოსხმა - ხორციელდება ოჯახის წევრების მიერ. ვენახი გაშენებულია წინანდლის მიკრო ზონაში, სოფელ კურდღელაურში, ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე. მისი ფართობი შეადგენს 2 ჰექტარს. ვენახის მოვლა ხდება ბიო-ორგანული წესების შესაბამისად. გაშენებული ჯიშები ზუსტად მიესადაგება ამ კონკრეტული ზონისთვის დამახასიათებელ გარემოს და ნიადაგის შემადგენლობას.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.