კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ძველი სუფრა, სუფრა "აფხაზეთი"ძველი სუფრა, სუფრა "აფხაზეთი"
ძველი სუფრა, სუფრა "აფხაზეთი"

უფასო მიწოდება

105.00
ძველი სუფრა, სუფრა "აფხაზეთი"  dzveli sufra, sufra "afkhazeti" - ვარიაცია 1 ძველი სუფრა, სუფრა "აფხაზეთი"  dzveli sufra, sufra "afkhazeti" - ვარიაცია 1
ძველი სუფრა, სუფრა "აფხაზეთი"  dzveli sufra, sufra "afkhazeti" - ვარიაცია 2 ძველი სუფრა, სუფრა "აფხაზეთი"  dzveli sufra, sufra "afkhazeti" - ვარიაცია 2
ძველი სუფრა, სუფრა "აფხაზეთი"  dzveli sufra, sufra "afkhazeti" - ვარიაცია 3 ძველი სუფრა, სუფრა "აფხაზეთი"  dzveli sufra, sufra "afkhazeti" - ვარიაცია 3
ძველი სუფრა, სუფრა "აფხაზეთი"  dzveli sufra, sufra "afkhazeti" - ვარიაცია 4 ძველი სუფრა, სუფრა "აფხაზეთი"  dzveli sufra, sufra "afkhazeti" - ვარიაცია 4
ძველი სუფრა, სუფრა "აფხაზეთი"  dzveli sufra, sufra "afkhazeti" - ვარიაცია 5 ძველი სუფრა, სუფრა "აფხაზეთი"  dzveli sufra, sufra "afkhazeti" - ვარიაცია 5

ძველი სუფრა, სუფრა "აფხაზეთი"

ID: 4721990088458

ძველი სუფრა

 

,,დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით შევქმენით. ეს გახლავთ ჩვენი გულის გამოძახილი, რომელიც  იმ დაუსრულებელი ნოსტალგიის განცდას ატარებს, რაც ყველას, საკუთარი მოგონებებით თუ დაუსწრებლად, აფხაზეთთან გვაკავშირებს.''


ზომა: 140 x 140 სმ


მასალა: 100% ბამბა


რეკომენდებულია სარეცხ მანქანაში გარეცხვა 40°-95°C ტემპერატურაზე

105.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

ძველი სუფრა, სუფრა"აფხაზეთი''

,,დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით შევქმენით.  ეს გახლავთ ჩვენი გულის გამოძახილი, რომელიც  იმ დაუსრულებელი ნოსტალგიის განცდას ატარებს, რაც ყველას, საკუთარი მოგონებებით თუ დაუსწრებლად, აფხაზეთთან გვაკავშირებს.

მანდარინები, ტალღები, მცენარეები – ასე ახლობელ, მაგრამ დღეს ასე შორეულ აფხაზეთს გვახსენებს!

სუფრის დიზაინზე მუშაობისას მთავარი აქცენტი აფხაზეთის ტაძრებზე გავაკეთეთ, რომელთაგან უმეტესობას გუმბათი გადახადეს რუსმა ოკუპანტებმა.

გუმბათი, ტაძრის არქიტექტურის გვირგვინია, მისი მთლიანობის შემკვრელი, აფხაზეთში კი ყველაზე მეტად სწორედ გუმბათები დააზიანეს.

სუფრა „აფხაზეთის“ დიზაინის ერთ-ერთი მთავარი დეტალი გუმბათია, ამ შემთხვევაში ბიჭვითის ტაძრის, რომელიც სუფრაზე ზედხედით დაკვირვებისას კარგად იკითხება.

მანდარინის ერთ-ერთი ორნამენტი დრანდის ტაძრის გუმბათის მოხატულობიდაანაა გადმოტანილი, რაც მას მეტ სიღრმესა და მნიშვნელობას ანიჭებს.''

დიზაინზე, ასევე, წარმოდგენილია ფრაგმენტები აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობიდან:

  • ბიჭვინთის ტაძრის მოზაიკური მხატვრობის სიმბოლოები, V საუკუნე;
  • ქვაზე კვეთილი ორამენტები ბედიის მონასტრის ნანგრევებიდან, X საუკუნე;
  • ილორის წმინდა გიორგის ტაძრის ფრესკების ელემენტები, XI საუკუნე;
  • წრიული კანტი – ბაგრატ III-ის სამკაული ბედიის მონასტრიდან, X საუკუნე;
  • მცენარეების ფრაგმენტი ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ფრესკებიდან, X საუკუნე;

ძველი სუფრა

კომპანია “ძველი სუფრა” 1998 წლიდან ქართულ ტრადიციულ სუფრებს აწარმოებს. თუმცა, მისი რებრენდინგი 2020 წლის აგვისტოში განხორციელდა და მას მერე სწრაფი ტემპით ვითარდება.

კომპანიის მისია თავდაპირველად ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრის აღდგენა, მისი ტრადიციული წესით დამზადება და პოპულარიზაცია იყო. რებრენდინგის პროცესში კი, არსებული საქმიანობის პროფილი გაიზარდა, გაციფრულდა და ქართული ორნამენტის მოტივებზე სხვადასხვა სახლის აქსესუარები შექმნა.‘’ძველი სუფრის’’ მიზანია ქართული ტრადიციის გაგრძელების გარდა, ქართული სუფრა თანამედროვეობაზე მორგებულიც გახადოს. ამის მიღწევას კი ახალი ცოცხალი ფერებითა და დიზაინებით ცდილობს.

ამ ეტაპზე ბრენდი ორი მიმართულებით ოპერირებს:

1. ლურჯი სუფრების პირვანდელთან მიახლოებული ან თავდაპირველი სახით აღდგენა;
2. სრულიად ახალი დიზაინის სახლის აქსესუარების შექმნა, ქართული მრავალფეროვანი ორნამენტის მოტივებზე.

ბრენდის პროდუქცია ტრადიციულ სუფრებს, ხელსახოცებს, წინსაფრებს, კედლის პანოებსა და პლედებს აერთიანებს, რომელიც 100% ბამბის, უმაღლესი ხარისხის ქსოვილით არის დამზადებული.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • ბრენდიძველი სუფრა
  • ტიპისუფრა
  • მასალაბამბა
  • პროდუქტის ზომა140 x 140 სმ
  • ფორმაოთხკუთხედი
  • ფერილურჯი
  • ბრენდის წარმომავლობასაქართველო
  • გამოყენებასარეცხ მანქანაში


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.