უფასო მიწოდება
დაიბადა 1971 წელს. 1988 წელს დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა, 1993 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სწავლობდა როთენბურგის (გერმანია) გოეთეს ინსტიტუტში, ხოლო რეკანატიში (იტალია) იკვლევდა ჯაკომო ლეოპარდის. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად, ჟურნალისტად, კითხულობდა ლექციებს თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ. ავტორია წიგნებისა: უაზრო მგზავრი (1996), სიმარტივე (2000), გამგზავრება და მოლოდინი (2002), უცაბედად (2006), სხვანაირი დრო (2007), გოგო და ევროპა (2009), სტროფი (2012), მუუ (პიესა, თანაავტორი: ზურაბ ქიქოძე, 2012), ჰორიზონტს იქით (2012), ორი ათას 13 (2014), სისულელის ტრაქტატი (2015), ბარნოვის 122 (2016). 2017 წელს ინტელექტმა გამოსცა მისი პირველი რომანი ზამთრის ზღვა. 2003 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემია საბა საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში. მისი ლექსები ნათარგმნია გერმანულ, სლოვენიურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე და შესულია სხვადასხვა ანთოლოგიაში. ავტორის წიგნები
გაგა ნახუცრიშვილის ხუთნაწილიანი პოემა „ძველი მიქარვები“ ერთ გაბმულ ბალადად აღიქმება; საავტორო „ხმა“ ქალაქელ ბარდს ეკუთვნის – ის მღერის ხან ხრინწით, ხან კამკამა ბგერებით, სევდით და სიხარულით, ძველ და ნაცნობ ცხოვრებაზე, ახალ და უცხო ცხოვრებაზეც... ეს პოემა მკითხველის წინაშე ვიზუალურ ატმოსფეროსაც ქმნის – მიუხედავად იმისა, რომ აქ არც მკაფიო ფაბულაა, არც პერსონაჟთა გალერეა, ყველაფერი მაინც იმდენად სახიერია, რომ მკითხველი მაყურებლადაც იქცევა და (თანა)მგზავრადაც – ამ ხმას, ბარდის ვოკალს უნდა აედევნოს და ემპირიული ქალაქიდან მეტაფორულ ქალაქებამდე სამყარო მოიაროს. გაგა ნახუცრიშვილს ამ ხეტიალისთვის ყველაფერი აქვს – სიმსუბუქეც და გარინდებაც, ნოსტალგიაც და ბავშვური აღტაცებაც, ტკივილიც და სიყვარულიც. სწორედ ეს „საგზალი“ აქცევს ყოფას ღვთაებრივ სიმარტივედ, ანუ პოეზიად.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.