თბილისში მიწოდება მომდევნო სამუშაო დღეს
წარმოგიდგენთ Gorenje BOS6737SYB ჩასაშენებელ ღუმელს, რომელიც თქვენს სამზარეულოს სტილსა და ფუნქციურობას შემატებს. თუ ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ეს ღუმელი დაგეხმარებათ გემრიელი და სასარგებლო კერძების ბევრად მარტივად მომზადებაში. მისი შთამბეჭდავი 77-ლიტრიანი მოცულობა და HomeMade Plus-ის უნიკალური, მომრგვალებული ფორმა, რომელიც ტრადიციულ შეშის ღუმელს იმეორებს, უზრუნველყოფს ჰაერის ოპტიმალურ ცირკულაციას და საკვების თანაბარ გამოცხობას.
Gorenje-ს ეს მოდელი აღჭურვილია არაერთი მოწინავე ფუნქციით. FastPreheat ფუნქცია ღუმელს 200°C-მდე სულ რაღაც 5 წუთში აცხელებს, რაც ზოგავს თქვენს დროს. AquaClean ფუნქციის დახმარებით კი ღუმელის წმენდა წარმოუდგენლად მარტივია - უბრალოდ ჩაასხით ნახევარი ლიტრი წყალი ლანგარზე და ჩართეთ ფუნქცია. 30 წუთის შემდეგ, ორთქლი დაარბილებს ცხიმსა და მიმწვარ ნარჩენებს, რომელთა მოწმენდაც ერთი ხელის მოსმით შეგიძლიათ.
Gorenje სლოვენიური ბრენდია, რომელიც 70 წელზე მეტია, ქმნის მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ბრენდი ცნობილია თავისი ინოვაციური მიდგომებით, დახვეწილი დიზაინითა და მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტებით. Gorenje მუდმივად ისწრაფვის, შექმნას ტექნიკა, რომელიც არა მხოლოდ ასრულებს თავის ფუნქციას, არამედ ამარტივებს და ალამაზებს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.