უფასო მიწოდება
Philips EP2231/40 კომპაქტური ზომის, სრულად ავტომატური ყავის აპარატი თქვენი სამზარეულოს აუცილებელი ატრიბუტი გახდება! აპარატს შეუძლია ესპრესოს, კაპუჩინოს და ლატეს მომზადება. სულ რამდენიმე წუთში სასურველი ტიპის ყავა თქვენს ფინჯანში აღმოჩნდება. აპარატს აქვს 1.8 ლ-იანი მოცულობითი წყლის კონტეინერი. შესაბამისად, ხშირად შეცვლის გარეშე, ნებისმიერ დროს შეძლებთ არომატული ყავის მომზადებას.
ყავის აპარატი ამზადებს სრულყოფილი, შესანიშნავი კონსისტენციის რძის ქაფს, რაც საშუალებას გაძლევთ ესპრესოსთან ერთად, ლატე ან კაპუჩინო მიირთვათ. ავტომატური ყავის აპარატი ძალიან მარტივი გამოსაყენებელია. სენსორული ეკრანის გამოყენებით ყავის მარცვლების დაფქვის დონე შეგიძლიათ თავადვე დაარეგულიროთ. დიდი ღილაკები საშუალებას გაძლევთ მარტივად აირჩიოთ სასურველი ფუნქციები.
Philips EP2231/40-ს აქვს დახვეწილი დიზაინი და მარტივად გაწმენდადი კორპუსი. AquaClean ფილტრის დახმარებით შეგიძლიათ 5 000-მდე ჭიქა ყავა მოამზადოთ ისე, რომ მისი გაწმენდა არ დაგჭირდეთ. აპარატს აქვს მოხსნადი შიდა სახარში ავზი და რძის მოხსნადი კონტეინერი, რომლის გარეცხვა შესაძლებელია ჭურჭლის სარეც მანქანაშიც.