კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ქრონიკები (II ტომი)ქრონიკები (II ტომი)
ქრონიკები (II ტომი)

უფასო მიწოდება

48.8075.00-35%
ქრონიკები (II ტომი)
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

ქრონიკები (II ტომი)

ID: 9789941478147
ქრონიკები (II ტომი)  qronikebi (ii Tomi)ქრონიკები (II ტომი)  qronikebi (ii Tomi)

რედაქტორი: ირმა ბერიძე

გამოცემის წელი: 2018

გვერდების რაოდენობა: 536

ISBN: 9789941478147

გამომცემლობა: არტანუჯი

48.8075.00-35%

უფასო მიწოდება3 სთ-ში

მსგავსი პროდუქტები

ანოტაცია

თედო ჟორდანიას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული საისტორიო მეცნიერების განვითარების საქმეში. განსაკუთრებით დიდია მისი როლი საისტორიო წყაროების გამოვლენა-გამოქვეყნებაში. მეცნიერმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის დროს დიდძალი მასალა შეკრიბა, დაამუშავა და გამოსცა „ქრონიკების“ სახით ორ ტომად – 1892 და 1897 წლებში (მესამე ტომი მისი გარდაცვალების შემდეგ – 1967 წელს გამოიცა). თედო ჟორდანიას პირად ფონდში (საქართველოს ეროვნული არქივი) სხვა მნიშვნელოვან მასალასთან ერთად დაცულია „ქრონიკების“ I და II ტომების გამოცემებიც. ამ ავტორისეულ ეგზემპლარებს, გვერდების არშიებზე, ან ჩანართი ფურცლების სახით, თედო ჟორდანიასავე ხელით, მიწერილი და დართული აქვს სხვადასხვა სახის საისტორიო ცნობები, ისტორიული საბუთების ტექსტები (რომელთა უმრავლესობა დღეს შემორჩენილი აღარ არის), ტაძრების წარწერები, გენეალოგიური ტაბულები და სხვ., აგრეთვე ავტორისეული მოსაზრებები და შენიშვნები. 2004 წელს „არტანუჯმა“ სერიით „არტანუჯის წყაროები“ გამოსცა უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული „ქრონიკების“ I ტომის ფოტოტიპური გამოცემა. ამის შემდეგ გახდა ცნობილი სარედაქციო ჯგუფისთვის „ქრონიკების“ ავტორისეული ცალების არსებობის შესახებ. ამჯერად, თედო ჟორდანიას „ქრონიკების“ II ტომის ფოტოტიპურ გამოცემას ძირითადი ტექსტის გარდა დართული აქვს ის საისტორიო მასალაც, რომელიც მკვლევარმა ნაშრომის გამოცემის შემდეგ მოიპოვა ან იკვლია. გამოცემაში ზედმიწევნითი სიზუსტითაა შეტანილი ჟორდანიასეული სწორება-დამატებები და ტექნიკური თვალსაზრისით, შესაბამისი მითითებებით, მკითხველისათვის მოსახერხებლადაა მიწოდებული. ამას გარდა, გამოცემას თან ერთვის როგორც ძირითადი ნაწილის, ასევე ავტორის მიერ გვიან, ხელით ჩამატებული ტექსტების საძიებლებიც.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი თედო ჟორდანია
  • რედაქტორი ირმა ბერიძე
  • გამომცემლობა არტანუჯი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 536
  • ფორმატი 210 x 297 მმ
  • ყდა მაგარი
  • გამოცემის წელი 2018
  • ორიგინალის ენა ქართული
  • სერია არტანუჯის წყაროები
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.