ვებსაიტი იყენებს cookie ფაილებს.  გამოყენების პირობები

კატეგორიები
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ყველა კატეგორია
ქიმწმენდის აპარატი Karcher SE 6 Signature Line Spray Extraction Cleaner Whiteქიმწმენდის აპარატი Karcher SE 6 Signature Line Spray Extraction Cleaner White
ქიმწმენდის აპარატი Karcher SE 6 Signature Line Spray Extraction Cleaner White

უფასო მიწოდება

1139.001420.00-20%

ქიმწმენდის აპარატი Karcher SE 6 Signature Line Spray Extraction Cleaner White

ID: 4066529034564
ქიმწმენდის აპარატი Karcher SE 6 Signature Line Spray Extraction Cleaner White  qimtsmendis aparaTi karcher se 6 signature line spray extraction cleaner white

Karcher

 

Karcher SE 6 ქიმწმენდის აპარატი

 

  • ქიმწმენდის აპარატი სველი და მშრალი წმენდის შესაძლებლობით

 

  • კუთხეების და ძნელად მისადგომი ადგილების ადვილად ათვისება

 

  • Spray Extraction ტექნოლოგია ზედაპირების ღრმა და ჰიგიენური წმენდისთვის

 

  • 4ლ მოცულობის სუფთა და 4ლ მოცულობის დაბინძურებული წყლის კონტეინერი

 

  • სპეციალური აქსესუარები იატაკის სხვადასხვა ზედაპირის და რბილი ავეჯის გასაწმენდად

1139.001420.00-20%

უფასო მიწოდება3 სთ-ში

ქიმწმენდის აპარატი Karcher SE 6 Signature Line Spray Extraction Cleaner

Karcher SE 6 ქიმწმენდის აპარატი გამოირჩევა spray extraction ტექნოლოგიით, რაც გამოიყენება ტექსტილის ზედაპირების ღრმა და ჰიგიენური წმენდისთვის, განსაკუთრებით ხალიჩების, რბილი ავეჯის და ავტომობილის სალონების დასასუფთავებლად. სპეციალური თავაკების მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია გაწმინდოს რთულად მისადგომი სივრცეები, როგორიცაა ავეჯის ქვედა ნაწილი, კუთხეები და ვიწრო გასასვლელები.

 

1000 W სიმძლავრის ქიმწმენდის აპარატს Karcher SE 6-ს აქვს ორი 4-ლიტრიანი კონტეინერი – ერთი სუფთა წყლისთვის და მეორე დაბინძურებული წყლისთვის. ეს სისტემა უზრუნველყოფს ჰიგიენური წმენდის პროცესს, რადგან ბინძური წყალი ცალკე ინახება და არ ერევა სუფთას. კონტეინერების დიდი მოცულობა საშუალებას გაძლევთ, რომ მოწყობილობა დიდი ფართობის დასასუფთავებლად გამოიყენოთ, რაც პროცესს უფრო მოსახერხებელს ხდის. მშრალი დასუფთავების დროს, წყლის კონტეინერების ჩანაცვლება შესაძლებელია ტომსიკით.

 

Karcher SE 6 გამოირჩევა მოსახერხებელი დიზაინით, მარტივია მისი გადაადგილება, სახელური მომხმარებლის სიმაღლის მიხედვით რეგულირდება, რაც წმენდას ამარტივებს და ხდის უფრო კომფორტულს. აქსესუარების პრაქტიკული ორგანაიზერი კი უზრუნველყოფს, რომ ყველა საჭირო დამჭერი და საცმი ყოველთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • ბრენდიKarcher
  • მოდელიSE 6

ტექნიკური მახასიათებლები

  • სიმძლავრე1000 W
  • მტვრის კონტეინერის ტიპიტომსიკით
  • წმენდის ტიპიმშრალი და სველი
  • ფუნქციებისველი და მშრალი წმენდა, ქიმიური წმენდა, სწრაფი გაშრობა
  • ენერგიის წყაროელექტრო ქსელი
  • ფილტრიHEPA
  • ხმაურის დონე73 dB
  • შესრუტვის სიმძლავრე20000 Pa
  • წყლის ავზის მოცულობა4 ლ
  • კაბელის სიგრძე6 მ
  • წონა7.5 კგ

გარანტია

  • გარანტიის ვადა3 წელი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.