თბილისში მიწოდება 3 საათში
წითელი ორგანული მშრალი ღვინო საფერავი დაყენებულია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში (წინანდლის ზონა) გაშენებული ამავე ჯიშის ყურძნისგან ქართული ტრადიციული მეთოდით. ღვინო დაყენებულია მხოლოდ საკუთარი ვენახებიდან დაწურული ყურძნისგან. ვენახში გამოიყენება მხოლოდ ბიომეურნეობისთვის დაშვებული საშუალებები. ღვინო დაწურული და დავარგებულია ქვევრში ჭაჭაზე 10 დღის განმავლობაში. 10 დღის შემდეგ დუღილის მიმდინარეობს ქვევრში ჭაჭის გარერშე. ბოთლებში ჩამოსხმამდე ღვინის შენახვა ხდება ქვევრში. ღვინოს ქიმიური დამუშავება და ფილტაცია არ გაუვლია.
ბურჯანაძე-შანიძის მარანი - ქვიბარი დაარსებულია 2014 წელს და დაარსების დღიდან აწარმოებს მხოლოდ ორგანულ ღვინოს საქართველოს სამ რეგიონში კახეთში, იმერეთსა და ქართლში. ღვინო იწარმოება საკუთარი ვენახებიდან, რომლის დამუშავება მხოლოდ ბიოპრეპარატებით ხდება. 2021 წლიდან ჩვენი კომპანია გახდა „ნატურალური ღვინის ასოციაციის“ წევრი, რომელიც ყოველწლიურად ახორციელებს წევრი კომპანიების ვენახებისა და ღვინის მკაცრ მონიტორინგს. შესაბამიმსად ასოციაციის წევრი მარნების პროდუქციას ევროპა, ამერიკა და იაპონია უშვებს ორგანული ღვინის კატეგორიაში. მიღებული ჯილდოები 2019 წელი - ბალკანეთის ღვინის საერთაშორისო კონკურსი (ბულგარეთი): რქაწითელი - ოქროს მედალი (კონკურსის საუკეთესო ღვინო); ცოლიკოური - ბრინჯაოს მედალი: 2020 წელი - ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი (საქართველო): რქაწითელი - ოქროს მედალი.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.