უფასო მიწოდება
Philips MG9710/90 არის პრაქტიკული მულტიფუნქციური გრუმერი, რომელიც ერგება თქვენ ყველა საჭიროებას. მისი გამოყენება შეგიძლიათ თმისთვის, წვერ-ულვაშისთვის, ცხვირისთვის, ყურებისთვის, წარბებისთვის და ტანისთვის. OneBlade ბასრი საჭრელი პირები პარსავენ სუფთად და სწრაფად და არ საჭიროებენ დაზეთვას. პარსვისას რბილად დასრიალებენ კანზე და არ აღიზიანებენ მას.
Philips MG9710/90 ტრიმერს მოყვება 12 სხვადასხვა თავაკი: ცხვირისა და ყურის საპარსი, 3-7 მმ რეგულირებადი წვერის სავარცხელი, 2 სავარცხელი, 2 თმის სავარცხელი, Click-On ტანის სავარცხელი, Click-On კანის დამცავი, ფოლადის ტრიმერი, OneBlade დამატებითი დანა, OneBlade სახელური
ტრიმერს აქვს მექანიკური ჩართვა-გამორთვის რეგულატორი და ერგონომიული, კომპაქტური დიზაინი. რეზინის ტექსტურების წყალობით, ტრიმერი კომფორტულად თავსდება ხელში და შეგიძლიათ ერთ სრული დამუხტვით, უსადენოდ გამოიყენოთ 120 წუთის განმავლობაში. ტრიმერს ასევე აქვს სწრაფი დატენვის რეჟიმი. სწრაფი 5 წუთიანი დამუხტვა საკმარისია ერთი სრული გაპარსვისთვის. გამოყენების შემდეგ თავაკები შეგიძლიათ წყლით გარეცხოთ, რაც ტრიმერის გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.