უფასო მიწოდება
Philips MG5720/15 არის პრაქტიკული მულტიფუნქციური გრუმერი, რომელიც ერგება თქვენ ყველა საჭიროებას. მისი გამოყენება შეგიძლიათ თმისთვის, წვერ-ულვაშისთვის, ცხვირისთვის, ყურებისთვის, წარბებისთვის და ტანისთვის. უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ბასრი საჭრელი პირები პარსავენ სუფთად და სწრაფად და არ საჭიროებენ დაზეთვას. პარსვისას რბილად დასრიალებენ კანზე და არ აღიზიანებენ მას.
Philips MG5720/15 აღჭურვილია გაუმჯობესებული DualCut ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს ორი მიმართულებით ჭრას და მაქსიმალურ სიზუსტეს. გააჩნია ორმაგი პირები და შექმნილია იმისთვის, რომ დარჩეს ისეთივე ბასრი, როგორც პირველ დღეს.
ტრიმერს აქვს მექანიკური ჩართვა-გამორთვის რეგულატორი და ერგონომიული, კომპაქტური დიზაინი. რეზინის ტექსტურების წყალობით, ტრიმერი კომფორტულად თავსდება ხელში და შეგიძლიათ ერთ სრული დამუხტვით, უსადენოდ გამოიყენოთ 80 წუთის განმავლობაში. გამოყენების შემდეგ თავაკები შეგიძლიათ წყლით გარეცხოთ, რაც ტრიმერის გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.