უფასო მიწოდება
Philips HC5610/15 ტრიმერი არის პრაქტიკული და ეფექტური, რომელიც ერგება თქვენს ყველა საჭიროებას. მისი გამოყენება შეგიძლიათ თმისთვის და წვერ-ულვაშისთვის. ტრიმერს აქვს უმაღლესი ხარისხის, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული, ბასრი საჭრელი პირები, რომლებიც მოხსნადია და მარტივად ირეცხება. ახალი სავარცხლის დიზაინი გამორიცხავს გრძელი თმის ჩახვევას და აადვილებს თმის სასურველ სტილზე შეჭრას. ტრიმერს აქვს სიგრძის რეგულირების 28 რეჟიმი 0.5მმ-დან - 28მმ-მდე.
Philips HC5610/15 -ის ერთი სრული დატენვის შემდეგ შეგიძლიათ უწყვეტად გამოიყენოთ 75 წუთის მანძილზე, შესაძლებელია დატენვის დროსაც გამოყენება.
ტრიმერს აქვს მოსახერხებელი და პრაქტიკული დიზაინი, მისი დიდი ხნით გამოყენება არ ღლის ხელს. კორპუსი სრულად წყალგამძლეა და შესაძლებელია გარეცხვა, რაც საშუალებას გაძლევთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაასუფთავოთ მოწყობილობა.