უფასო მიწოდება
„ტრამვაი, სახელად წარსული“ პოეტისა და კრიტიკოსის, ანდრო ბუაჩიძის პროზაული კრებულია, რომელიც მოთხრობებს და ლიტერატურულ პორტრეტებს აერთიანებს. თვალსაჩინოა კრებულის მთლიანობა, რომელიც თემატური და ემოციური მონოლითურობით მიიღწევა; ყველა ტექსტს საერთო წიაღი კრავს – ავტორის მეხსიერება, ხსოვნის უფსკრული. სწორედ ამ მეხსიერების აჩრდილები ცოცხლდებიან ლიტერატურულ პერსონაჟებად და მოვლენებად, ავტორი მათ შესახებ ვირტუოზულად ყვება. იქმნება ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის შთამბეჭდავი ეპოქალური სურათი, სავსე დრამატიზმით, ბევრი სიკვდილით და აღდგომით...საინტერესოა ასევე ამ ეპოქალური სამზერიდან გამოკვეთილი დანარჩენი კულტურული მსოფლიოს პანორამაც – ქვეყნები და ქალაქები, სადაც ავტორს სხვადასხვა დროს ყოფნა მოუწია და შესაბამისად, პარალელებზე რეფლექსიის შესაძლებლობაც მიეცა. ქართული ესეისტიკის მნიშვნელოვანი მონაპოვარია ის პორტრეტებიც, რომლებიც ამ კრებულიდან ამოშუქდებიან – პაოლო იაშვილის, ოტია პაჭკორიას, თამაზ ბაძაღუას, ზაზა თვარაძის და სხვათა ლიტერატურული ეტიუდები/ პორტრეტები. ეგზისტენციალური ღიმილი უმთავრესი განწყობაა, რომლითაც ანდრო ბუაჩიძის მხატვრული სამყაროა განმსჭვალული. ღიმილის მიზეზი წარმავალის პირისპირ მდგომი წამის მოხელთებაა – თანაბრად საშიშიც, სევდიანიც და საზეიმოც...“ – ნინო სადღობელაშვილი
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.