უფასო მიწოდება
ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
მთარგმნელი: ანა მაყაშვილი
რედაქტორი: ირმა არჩუაშვილი, გიორგი დარსალია
ილუსტრატორი: ნანა ჭილაძე
გამოცემის წელი: 2011
გვერდების რაოდენობა: 402
ISBN: 9789994054350
გამომცემლობა: არეტე
ჯეინ ოსტინი 1775 წელს ჰემფშირის საგრაფოში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. განათლება მან ძირითადად სახლში, მამის და ძმების დახმარებით მიიღო. ოჯახში ღია, ინტელექტუალური ატმოსფერო იყო, რამაც დიდწილად განაპირობა ჯეინის მწერლად ჩამოყალიბება. "სიამაყე და მცდარი აზრი" ჯეინ ოსტინმა 1797 წელს 21 წლის ასაკში დაასრულა. გამომცემელმა მის დასტამბვაზე უარი თქვა. წიგნი მხოლოდ 16 წლის დაგვიანებით, 1813 წელს გამოიცა, მას შემდეგ, რაც წარმატება ხვდა მის რომანს "გონება და გრძნობა". გამოცემის წინ ჯეინ ოსტინმა რომანი გადაამუშავა და მივიღეთ "სიამაყე და მცდარი აზრი" – წიგნი, რომელშიც ახალგაზრდული სიხალისე და უშუალობა შერწყმულია ზრდასრულ გონებასთან და სამწერლო ხელოვნებასთან. ამას დამატებული დახვეწილი ბრიტანული იუმორი. დღემდე მსოფლიოში რომანის 20 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული და მისი პოპულარობა მხოლოდ იმატებს. 2003 წლის BBC-ს გამოკითხვის მიხედვით "სიამაყე და მცდარი აზრი" მეორე ადგილზე გავიდა დასახელებულ "ყველაზე საყვარელ" წიგნებს შორის.