უფასო მიწოდება
სანტა ესპერანსა, იგივე იოანეს კუნძულები, შავ ზღვაში, საქართველოს ნაპირთან ამოზრდილი სახელმწიფოა – სამი კუნძული, რომელთა არსებობაც ტურისტებმა უფრო იციან, ვიდრე პოლიტიკოსებმა. ამის მიუხედავად, ეს რთული, ეთნოგრაფიითა და მრავალკულტურულობით სავსე სახელმწიფოა, რომელსაც უკან ჭრელი ისტორიული წარსული უძევს, წინ კი ამოუცნობი ბედი. ოდესღაც საქართველოს მეფეთა მამულად, შემდგომ – ოტომანთა დომინიონად და გენუელთა სავაჭრო ამოსასუნთქად, მერე ვიქტორიანული ინგლისის პროტექტორატად ყოფნა სანტა ესპერანსას კუნძულებს განსაკუთრებულ კულტურული ელფერს სძენს, რასაც ვერსად ნახავ, გარდა აქურობსა. ამის მიუხედავად, ეს უპირველესად ადამიანთა ბედის და უბედობის არცთუ იოლი კვანძების ადგილია, რომელიც გვახსენებს, რომ არავინ და არაფერი შეიცვლება მათი განსაკუთრებულობით და ყოველ გადამწყვეტ ნაბიჯს დიდი ძალისხმევა სჭირდება.
„სანტა ესპერანსა იმდენი ხნის წინათ დავწერე, რომ იქიდან მხოლოდ ომი და სიყვარული მახსოვს. ბევრი ძველი რომანი სწორედ ამ ორი რამის შესახებაა დაწერილი და იქნებ ეს საკმარისიც იყოს, მაგრამ არის კიდევ ერთი რაღაც, რის გამოც ამ წიგნის შესახებ ორი სიტყვის გახსენება შემიძლია: მგონია, რომ ქალაქი, სადაც რომანის გმირები ცხოვრობენ, არ არის უბრალო და რომ არსებობდეს, ეგებ ყველაზე დიდი სიამოვნებით მეცხოვრა იქ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რომანებში ის ამბებია ხოლმე აღწერილი, რომლებიც არ მომხდარა, მაგრამ შეიძლებოდა მომხდარიყო, იოლია წარმოიდგინო, რომ იმ ომისა და სიყვარულის მონაწილე ხარ და თან სწორედ იმ ქალაქში, რომელიც ასე გიყვარს. მეტი არაფერი. მანდ ვიქნებოდი, სანამ იქნებოდა და იმ ხალხსაც სიამოვნებით გავიცნობდი, სანტა სიტიში რომ ცხოვრობდნენ.“ – აკა მორჩილაძე
შენიშვნა: რვეულებად გამოცემული „სანტა ესპერანსა“ მოთავსებულია ჩანთაში. ჯამში 4 ფერი და 36 რვეულია. თითო ფერი აერთიანებს 9 რვეულს. მოყვება სარჩევი, რაც დაგეხმარებათ წაკითხვის პრინციპის გარკვევაში.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.