კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
სამოთხესამოთხე
სამოთხე

უფასო მიწოდება

27.95
სამოთხე
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

სამოთხე

ID: 9789941315312
სამოთხე  samotkheსამოთხე  samotkhe

გამოშვების წელი: 2023

გვერდების რაოდენობა: 294

ISBN: 9789941315312

გამომცემლობა: ინტელექტი

ყდა: რბილი

ფორმატი: 140 x 200 მმ

27.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში
ანოტაცია

აბდულრაზაკ გურნას „სამოთხე“ ისტორიული რომანია, რომელიც პირველად 1994 წელს გამოიცა. რომანი კარგად მიიღეს კრიტიკოსებმა და წიგნმა იმავე წელს ბუკერის პრემია დაიმსახურა. ეს შთამბეჭდავი ნაწარმოები ირონიული სათაურით „სამოთხე“, მკითხველს უშველებელი კონტინენტის ბუნებრივ წალკოტში ითრევს, რომელიც სრული ევროპული კოლონიალიზმის ზღვარზე იმყოფება. მოქმედება კოლონიალურ ჩრდილო აფრიკაში მიმდინარეობს. ეს ის დროა, როდესაც ინგლისელები ადგილობრივ მკვიდრთ საკუთარი მიწებიდან ყრიან, ხოლო გერმანელები კონტინენტის ერთი კიდიდან მეორემდე რკინიგზის გაყვანას გეგმავენ. მთავარი მოქმედი გმირი თორმეტი წლის იუსუფია, რომელსაც მამა მდიდარ ვაჭარს ვალების სანაცვლოდ უთმობს. იუსუფი ძია აზიზის, ექსპლუატატორი მდიდარი ვაჭრის, რომელიც ბიჭს თავიდან თავისი ნამდვილი ბიძა ჰგონია, მაღაზიაში მუშაობს. შემდეგ სავაჭრო ქარავანთან ერთად უწევს მოგზაურობა და ჯერ კიდევ უმწიფარი იუსუფი შეეჯახება აფრიკას, სადაც სასტიკი ტომობრივი ომები მიმდინარეობს, ხალხი ცრურწმენებით ცხოვრობს, გავრცელებულია უამრავი დაავადება და ბავშვთა მონური შრომა ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება. ყველაფერთან ერთად, იუსუფს უიმედოდ უყვარდება ამინა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბევრად უფროს აზიზზე ძალით გაათხოვეს. ზანზიბარში გაზრდილი მწერალი, რომელიც შემდეგ ინგლისური ლიტერატურის პროფესორი გახდა, ადვილად ახერხებს ერთ ქვაბში ჩაყაროს და ზრდასრული ცხოვრების ისტორიად აქციოს აფრიკელი მუსლიმების, ინდოელი ვაჭრების, ევროპელი ფერმერებისა და ადგილობრივი ტომების შუღლისა და მტრობის ამბავი. აბდულრაზაკ გურნა, რომლის ნაწარმოებები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ხშირად აერთიანებს გეოგრაფიასა და ადამიანების ამბებს, თუმცა, იმავდროულად, თითოეული ამბავი განსაკუთრებულად რჩება. არადამაჯერებლობა, ერთ საკითხზე მრავალი სხვადასხვა მოსაზრების არსებობა და ირონია გურნას ხელწერაა, რაც მის ნაწარმოებებს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. „სამოთხე“ დაწერილია კაცის მიერ, რომელსაც აფრიკა და აფრიკელები უყვარს, ამიტომ ნაწარმოები ბევრად ახლოს მიდის მკითხველის გულთან, ვიდრე ევროპელი ავტორების მიერ შექმნილი წიგნები. გურნას მიერ დახატული აფრიკა ნამდვილია, ხალისიანი, ლამაზი, მრავალფეროვანი, ხალხი საინტერესო, მათ მიმართ მკითხველი ძალიან ადვილად იმსჭვალება თანაგრძნობით. „სამოთხეში“ მოქმედება მიმდინარეობს პირველ მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც გერმანელები გახდნენ დომინანტი ჯგუფი აღმოსავლეთ აფრიკის იმ ნაწილში, რომელსაც ახლა ტანზანია ეწოდება. წიგნის პერსონაჟები გერმანელებს „ევროპელებს“ ეძახდნენ. აფრიკელებმა იცოდნენ, რომ ისინი სხვებზე დაუნდობლები და სასტიკები იყვნენ. იუსუფის, რომელიც ევროპის კოლონიალური მმართველობის ბოლო პერიოდში გაიზარდა, ორაზროვან ბუნებას ავტორი იუველირის სიზუსტით აღწერს. ბიჭის მოულოდნელი გადაწყვეტილება წიგნს ერთი ამოსუნთქვით, გნებავთ, ერთი ხელის მოსმით, მაგრამ ძალიან გონივრულად ამთავრებს. იუსუფის არჩევანი, არის შეგნებული არჩევანი და გვაფიქრებს მიზეზებზე, რამაც აიძულა ახალგაზრდა კაცი ნებაყოფლობით შეერთებოდა გერმანულ არმიას. ავტორის 2021 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვების დროს ჟიურიმ სხვა მოსაზრებებთან ერთად ეს შესანიშნავი რომანიც გაითვალისწინა.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი აბდულრაზაკ გურნა
  • მთარგმნელი ლალი ყუშიტაშვილი
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 294
  • ფორმატი 140 x 200 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2023
  • მიმართულება თანამედროვე


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.