უფასო მიწოდება
• რუსთაველი, საფერავი ქვევრი, წითელი მშრალი ღვინო, 2021 წ.
• მეღვინეობა შილდა.
• ყურძნის ჯიში: საფერავი.
• ტექნოლოგია: ქვევრი.
• ალკოჰოლის შემცველობა: 13.5%.
• ქვეყანა: საქართველო.
• რეგიონი: კახეთი.
• არომატი: კენკრა, ჩახარშული ხილი, ქლიავი, მწიფე ალუბალი.
• გემო: სხეულიანი, მდიდარი რბილი ტანინები.
• ფერი: მუქი ლალისფერი.
• ბოთლის ტიპი: შუშა.
• წელი: 2021.
• მოცულობა: 750 მლ.
წითელი მშრალი ღვინო რუსთაველი დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან,რომელიც მოყვანილია კახეთის რეგიონში. ღვინო დამზადებულია ქვევრებში კახური ტრადიციული მეთოდით, 5 თვის განმავლობაში დურდოზე დაყოვნებით. ღვინოს მუქი ლალისფერი შეფერილობა ამშვენებს, აქვს კენკრის, ჩახარშული ხილის, ქლიავისა და მწიფე ალუბლის არომატი. გემო სხეულიანი, მდიდარი რბილი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. ღვინო არის დაუმუშავებელი, რაც ხელს უწყობს მასში ბუნებრივობის შენარჩუნებას. რეკომენდებულია მიირთვათ 16-18 გრადუს ტემპერატურაზე. შენახვის ტემპერატურა 5-20 გრადუსი.
შილდას მეღვინეობა დაარსდა 2015 წელს, მდებარეობს საქართველოს მევენახეობის მთავარ რეგიონში და გთავაზობთ 20-ზე მეტი სახეობის ღვინოს, რომელიც მოიცავს როგორც სტანდარტულ, ისე პრემიუმ ღვინის ხაზებს. კომპანია ასევე აწარმოებს მაღალალკოჰოლურ სასმელებს: ქართული კონიაკი, ყურძნის არაყი და ჭაჭა. მარანი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე იტალიური და ფრანგული საშუალებებით, აქვს საკუთარი ლაბორატორია გერმანული ტექნოლოგიებით. შილდა პატივს სცემს საქართველოს ღვინის ისტორიის მდიდარ მემკვიდრეობას, აერთიანებს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ინოვაციურ ახალ ტექნოლოგიებთან, რათა აწარმოოს მაღალი ხარისხის ღვინოები საგულდაგულოდ შერჩეული ადგილობრივი ვაზის ჯიშებით. კომპანია მიზნად ისახავს აწარმოოს მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ბაზრებისა და მომხმარებლების მოთხოვნებს და გააფართოოს გაყიდვების არეალი.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.