თბილისში მიწოდება 3 საათში
ჭკვიანი რობოტი მტვერსასრუტი დამოუკიდებლად დაასუფთავებს მთელ სახლს
ძლიერი და ინტელექტუალური რობოტი მტვერსასრუტი ETA 221890000 ზრუნავს სახლის სრულ დასუფთავებაზე. მტვერსასრუტი, არის მარტივად სამართავი და აქვს დასუფთავების 4 რეჟიმი: ავტომატური გაწმენდა, ნორმალური გაწმენდა, კედლების გასწვრივ გაწმენდა და ლოკალიზებული გაწმენდა. ამასთანავე აქვს შესრუტვის სიმძლავრის 3 დონე. მოწყობილობა გაძლევთ როგოცრ მშრალი, ასევე სველი წმენდის შესაძლებლობას. წყლის კონტეინერის ერთი შევსებით შესაძლებელია 35 მ²- 70 მ² სივრცის სველი წმენდა.
ETA Rondo რობოტი მტვერსასრუტი ძლიერი შესრუტვით ადვილად აგროვებს ჭუჭყს, შინაური ცხოველების ბეწვს და მტვერს, რომელიც ღრმად არის ჩამჯდარი ხალიჩებში. HEPA ფილტრი იჭერს უმცირეს ნაწილაკებსაც კი, მათ შორის ტკიპებს. აქვს 2 გვერდითი ჯაგრისი კუთხეებისა და კედლების გასაწმენდად. 7.7 სმ სიმაღლის დახმარებით ადვილად აღწევს ავეჯის ქვეშ არსებულ დაბალ სივრცეებში. მტვერსასრუტი აღჭურვილია მოძრაობის 10 სენსორით, რაც ხელს უწყობს მის ოპტიმალურ მოძრაობას და იცავს რობოტს კიბეებიდან ჩამოვარდნისაგან. 3200 mAh მოცულობის Li-ion ბატარეა უზრუნველყოფს 145 წუთამდე მუშაობის ხანგრძლივობას რაც იდეალურია დიდი სახლების დასუფთავებისთვის. ბატარეის სრულად დამუხტვას კი 4-5 საათი სჭირდება.
მტვერსასრუტი მხარს უჭერს Wifi 2.4 GHz/ Bluetooth კავშირს და მისი მართვა მარტივად შეგიძლიათ ETA SMART აპლიკაციის მეშვეობით, ასევე Amazon Alexa და Google Assistant ხმოვანი ასისტენტებით.
ETA ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩეხური ბრენდია, რომელიც მცირე საყოფახცოვრებო ტექნიკას აწარმოებს 1943 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მუდმივად მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება ბაზარზე. მისი ცნობადობა ჩეხ მომხმარებლებს შორის 96%-ია და გაიგივებულია ხარისხთან და ტრადიციასთან.
ბრენდის მთავარი ღირებულებები ხარისხი, ტრადიცია, დიზაინი და სიმარტივეა. 80 წელია ETA ზრუნავს მომხმარებელზე, სთავაზობს მათზე მორგებულ პროდუქციას და ამიტომაც დაიმსახურა ყველაზე სანდო კომპანიის სტატუსი.
ETA ამჟამად 240-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს და უამრავი კონკურსის პრიზიორია. მათ შორისაა: Ford Design Contest, Design Center, Mc Light და ა.შ
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.