უფასო მიწოდება
წითელი მშრალი ღვინო წარმოებულია კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, მკაცრად რეგულირებად ნაფარეულის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ამ ღვინის წარმოებისთვის, სპეციალურად გამოყოფილ ნაკვეთში ტარდება მწვანე რთველი ანუ ვაზიდან იკრიფება მკვახე ყურძენი რათა ვენახის მოსავლიანობა შემცირდეს ხოლო ხარისხი კი მაქსიმალურად გაიზარდოს. საგანგებოდ შერჩეული განსკუთრებული ხარისხის ყურძენი, იკრიფება ხელით და ხდება მისი გადამუშავება. ფერმენტაციის ბოლოს ღვინო 6 თვით გადაიტანება ფრანგულ მუხის კასრებში დასაძველებლად, რის შემდგომაც დამატებითი დავარგება ბოთლებში მიმდინარეობს მინიმუმ 6 თვე. ამ მუქ წითელ ღვინოს გამოარჩევს ჯიშური არომატი,მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით, გემოზე სავსე, ექსტრაქტული, ხავერდოვანია.
რთველისი ქართული ღვინის მწარმოებელი, მუდმივად ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა. კომპანიის შექმნის იდეა ერთ-ერთი რთველის დროს წარმოიშვა, სახელის მოფიქრებაც ადგილზევე მოხდა. რთველი ხომ უახლოესი ადამიანების ერთად შეკრებას და მათ მიერ ქართველებისთვის ყველაზე ძვირფასი პროდუქტის კრეფას გულისხმობს. სახელი რთველისი ზუსტად გამოხატავს ქართველებისთვის ყურძნის კრეფის დიდ ტრადიციას, სიხარულს და ვაზის მიმართ პატივიცემას რაც ქართველებს 8000 წელია მოგვსდევს. კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ღვინოს და ყურძნისეულ წარმოშობის სხვა ალკოჰოლურ სასმელებს როგორიცაა: კლასიკური ქართული ღვინო, ტრადიციული ქვევრის ღვინო, შუშხუნა ღვინო, ბრენდი და ჭაჭა. კომპანიის მიზანი დაარსების პირველივე დღეს განისაზღვრა- სახელის დამკვიდრება საქართველოს და მსოფლიო ბაზარზე, მაღალი ხარისხითა და დაუვიწყარი გემოებით.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.