უფასო მიწოდება
• პრინცი იოანე ბაგრატიონი, 3, სეპაჟი, თეთრი მშრალი ღვინო, 2020 წ.
• გაუფილტრავი ღვინო.
• ყურძნის ჯიში: ქისი, რქაწითელი, მწვანე.
• ტექნოლოგია: ჭაჭასთან ფერმენტაცია.
• ალკოჰოლის შემცველობა: 13%.
• ქვეყანა: საქართველო.
• რეგიონი: კახეთი.
• არომატი: გარგარი.
• გემო: სავსე, დაბალანსებული, სხეულიანი, ხალისიანი მჟავიანობა.
• ფერი: ქარვისფერი.
• ბოთლის ტიპი: შუშა.
• წელი: 2020.
• მოცულობა: 750 მლ.
ღვინო 3, გაუფილტრავი ქარვისფერი მშრალი. ამ სეპაჟში მონაწილეობს 3 ენდემური ქართული ჯიშის ყურძენი: კახეთის რეგიონში მოყვანილი ქისი, რქაწითელი და მწვანე თანაბარი პროპორციით. ფერმენტაცია გავლილი აქვს 10% ჭაჭაზე. ღვინო არის კრიალა, მუქი ჩალისფერი, აქვს გამოხატული ხილის არომატები, კერძოდ, გარგრის არომატი. არის სავსე, დაბალანსებული, საკმაოდ სხეულიანი ღვინო, ხალისიანი მჟავიანობითა და დასამახსოვრებელი გემოთი, უხდება ქათმის კერძებსა და სალათებს. რეკომენდებულია მიირთვათ 10-12 გრადუს ტემპერატურაზე. შენახვის ტემპერატურა 5-20 გრადუსი.
საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულო ერთ-ერთი უძველესი სამეფო დინასტიაა მსოფლიოში. ოჯახს ასევე დიდი ისტორია აქვს ქართული ღვინის ინდუსტრიაში, სადაც მათ გადამწყვეტი როლი შეასრულეს. პრინცი იოანე დაიბადა და გაიზარდა ემიგრაციაში მადრიდში. 2014 წელს სამშობლოში. საქართველო მისი გატაცებაა და მეღვინეობა ამ ვნების ერთ-ერთ მთავარ არხად იქცა. „განსხვავებულობით, სიმშვიდითა და წარმომავლობით, ჩვენი ღვინოები სიმბოლოა მემკვიდრეობის სიყვარულსა და ჩვენი წმინდა ტრადიციების პატივისცემაზე“.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.