ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
Xiaomi Deerma DEM-HS300 ორთქლის უთო მარტივად ასწორებს დაჭმუჭნულ ადგილებს და ამასთანავე არბილებს ქსოვილს. შეუძლია მშრალი და ორთქლით დაუთოვება. მაქსიმალური ტემპერატურა 180°-ია. მაღალ ტემპერატურაზე დაუთოვებისას, აქვს ანტიბაქტერიული ეფექტიც და ქსოვილი დაუთოვებასთან ერთად სტერილდება.
შესაძლებელია როგორც ჰორიზინტალურ, ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში გამოყენება. კორპუსზე დატანილი რეგულატორიდან შეგიძლიათ აირჩიოთ ორთქლის ნაკადის სიმძლავრე. (ერთმაგი ან ორმაგი გამოშვება) უთო სულ რაღაც 35 წამში მზადაა გამოყენებისთვის და შეუძლია 11 წუთის განმავლობაში უწყვეტი მუშაობა.
პრაქტიკულია ყოველდღიური მოხმარებისთვის, ბავშვის, ალერგიული ადამიანის ტანსაცმლის, ან სასტუმროს თეთრეულის დაუთოვება-სტერილიზაციისთვის. უთოს ჩაშენებული აქვს ავტომატური გათიშვის და უსაფრთხოების მექანიზმები, რომელიც იცავს გადახურებისგან და ელექტრო ენერგიის უეცარი ცვლილებებისას გადაწვისგან.
კორპუსი მსუბუქი და ხელის ფორმებს მორგებულია, რათა გაგიადვილოთ გამოყენება. წყლის კონტეინერი მარტივად მოხსნადი და რეცხვადია.