უფასო მიწოდება
2250 W სიმძლავრის ორთქლის აპარატი Karcher SC 5 Deluxe არის შექმნილი სახლის პირობებში ანტიბაქტერიული წმენდისთვის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მაქსიმალური სისუფთავის და ჰიგიენის უზრუნველყოფა. ცხელი ორთქლის ნაკადით ადვილად იწმინდება მინის, აკრილის, ფილების და სხვა ზედაპირები, ამასთან გამოიყენება წყალგამძლე ლამინატის იატაკის გასაწმენდადაც.
C 5 Deluxe Signature Line ორთქლის აპარატს გასაცხელებლად სჭირდება 3 წუთი. ავზი არის 1.3 ლიტრიანი და გათვლილია 130 კვადრატულ მეტრის გაწმენდაზე. ორთქლის დარტყმის სიმძლავრე 4 ბარია, რითაც ხდება სიღრმისეული წმენდა და ბაქტერიებისგან გათავისუფლება 99,99%-ით მხოლოდ წყლის ხარჯზე, ქიმიკატების და ხსნარების გარეშე.შეგიძლიათ ორთქლის აპარატის სამ ეტაპიანი ნაკადი დაარეგულიროთ ინდივიდუალურად, ზედაპირისა და სასურველი წმენდის დონის მიხედვით. ხოლო ტემპერატურის კონტროლი შესაძლებელია LED ეკრანის მეშვეობით.
აპარატს მოყვება აქსესუარები, რომლებიც სხვადასხვა მიუდგომელ ადგილებში წმენდისთვის გამოიყენება, მაგალითად შესაძლებელია აბაზანასა და სამზარეულოში ნადების და ცხიმის მოშორება, მეტლახის ღარებს შორის არსებული ჭუჭყის ამოღება და მოხეხვისთვის რთულად მისადგომი ადგილების სპეციალური საცმებით გაწმენდა. VapoHydro ფუნქციის მეშვეობით ორთქლთან ერთად შეგიძლიათ ცხელი წყალიც გამოიყენოთ, რაც დასუფთავებას საგრძნობლად ამარტივებს
ჩამკეტი სისტემა საიმედოდ იცავს აპარატს არასწორი გამოყენებისგან, რათა ბავშვებმა არ ითამაშონ. წონა აქსესუარების გარეშე: 5.6 კგ
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.