კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ოთარ ქორქიაოთარ ქორქია
ოთარ ქორქია

უფასო მიწოდება

11.95
ოთარ ქორქია
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

ოთარ ქორქია

ID: 9789941513466
ოთარ ქორქია  otar qorqiaოთარ ქორქია  otar qorqia

გამოცემის წელი: 2024

გვერდების რაოდენობა: 128

ISBN: 9789941513466

გამომცემლობა: არტანუჯი

11.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში
ანოტაცია

საბჭოთა კალათბურთში ვერც იხსენებდნენ ისეთ სპორტსმენს, რომელსაც მოთამაშეებსა და მწვრთნელებს შორის ოთარ ქორქიას მსგავსი ავტორიტეტი ჰქონდა. ფიზიკურად ძალიან ძლიერი, კარგად მხტომელი და სწრაფი ქართველის ფარქვეშ შეჩერება შეუძლებელი იყო. ევროპის 1947 წლის ჩემპიონატის „საუკეთესო სნაიპერს“ პრაღის ერთ-ერთმა გაზეთმა „კალათბურთის ევერესტი“ უწოდა.

1962 წლის 29 ივნისს თბილისის დინამოს კალათბურთელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო – ჩემპიონთა თასი მოიგეს. ჟენევაში გამართულ ფინალში დინამოელებმა მადრიდის რეალს სძლიეს!

იმ დინამოს მთავარი მწვრთნელი ქართული კალათბურთის ლეგენდა ოთარ ქორქია გახლდათ.

რეალთან გამარჯვებას ემიგრანტი ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძეც დაესწრო, რომელმაც დისადმი გაგზავნილ წერილში კალათბურთელთა დამრიგებელზე თქვა: „გამარჯვების ნახევარი თითქმის გამარჯვებულთა ხელმძღვანელს უნდა ვაკუთვნოთ. ოთარ ქორქიას, ვთქვათ პირდაპირ, მათს სულისჩამდგმელს. დიდი ოსტატი ყოფილა, დიდი! მატჩის დროსაც ამა თუ იმ დარიგებას აძლევდა აღზრდილებს. აღსანიშნავია ესეც: ყოველ მათგანს ექცეოდა როგორც ნამდვილი ძმა, უფროსი ძმა“.

1951 წელს, საფრანგეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, როცა ოთარ ქორქიამ და მისმა თანაგუნდელებმა ზედიზედ მეორედ მოიგეს ოქროს მედლები, საბჭოეთის ნაკრების ქართველ ლიდერს ჟურნალისტებმა „ულვაშიანი ჯენტლმენი“ შეარქვეს.

გაივლის მეოთხედი საუკუნე და საბჭოთა კავშირის ნომერ პირველი სპორტული გაზეთი სავეცკი სპორტი ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად სპეციალურ გამოკითხვას მოაწყობს. უძლიერესად ოთარ ქორქიას აღიარებენ, ჩვენი სპორტის ლეგენდას და მის კიდევ ერთ ლამაზ მეტსახელს თუ დავესესხებით, „ქართული კალათბურთის ბერმუხას“.

…ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს ოთარ ქორქია ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი… ბადროს ტყორცნაში! 1939 წელს, როსტოვში, პირველობა სულაც საკავშირო რეკორდით მოიგო – 55 მეტრი! სპორტის ამ სახეობაში მას უდავოდ დიდი მომავალი ელოდა, მაგრამ გულშემატკივრებმა ის კალათბურთელად გაიცნეს, ლამაზ, ძლიერ და ტიტულიან მოთამაშედ.

 

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი ვაჟა დანელია
  • გამომცემლობა არტანუჯი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 128
  • ფორმატი 104 x 174 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2024
  • ორიგინალის ენა ქართული
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო
  • სერია ლეგენდები


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.