კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
მთვარე კოცონთა მიღმამთვარე კოცონთა მიღმა
მთვარე კოცონთა მიღმა

უფასო მიწოდება

24.95
მთვარე კოცონთა მიღმა
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

მთვარე კოცონთა მიღმა

ID: 9789941314261
მთვარე კოცონთა მიღმა  mtvare koconta mighmaმთვარე კოცონთა მიღმა  mtvare koconta mighma
პირველი 10 გვერდი

მთარგმნელი: მაია დონაძე

რედაქტორი: ზვიად კვარაცხელია, ნატო გორდელაძე

გამოცემის წელი: 2021

გვერდების რაოდენობა: 236

ISBN: 9789941314261

გამომცემლობა: ინტელექტი

24.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში

მსგავსი პროდუქტები

ბარონი ხეზე
შოტლანდიური თვე
რევოლუციები
ანოტაცია

მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ ინტელექტუალად მიჩნეული პროზაიკოსი, პოეტი, მთარგმნელი, რედაქტორი და კრიტიკოსი ჩეზარე პავეზე თავის უკანასკნელ და მისივე თქმით, შემაჯამებელ წიგნს „მთვარე კოცონთა მიღმა“, საკუთარ „ღვთაებრივ კომედიას“ უწოდებს და მართლაც, იგი მწერლის საუკეთესო რომანად, მისი პოეტიკის მწვერვალად და იტალიური ლიტერატურის შედევრადაა დასახელებული.
 
16 წელია თავში მაქვს ეს წიგნი, მუდმივად დამქონდა ჩემში და ახლა ის დროა, დავწეროო, თქვა და თავის უკანასკნელ სიყვარულს, ამერიკელ მსახიობსა და მოდელს, კონსტანს დოულინგს მიუძღვნა. წიგნი იმ კაცის შესახებ გვიამბობს, საკუთარი ფესვებისა და ამდენად, საკუთარი თავის საპოვნად რომ დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც გამდიდრდა, მაგრამ თავის პოვნა გაუჭირდა, სადაც ყველა მასავით უფესვოა, საკუთარ ძირებს მოწყვეტილი, „ნაბიჭვარი“, სადაც არავინ იცის თავისი წინაპრების ამბავი. „რა სისხლია ჩემს ძარღვებში“, „რა ვიყავი დაბადებამდე“, ესაა კითხვები, რომლებიც გმირს აწუხებს.
 
განხეთქილება ინტელექტუალურსა და რეალურს შორის, მითური და წინაპართა სოფლური სამყაროებით მონუსხულობა, ციხე, გადასახლება, პოლიტიკური პასუხისმგებლობისაგან გაქცევა და ამის გამო ტანჯვა, ყოველივე თავს იყრის რომანში და მწერლისავე სიყრმისეული მოგონებების ადგილებში ავტობიოგრაფიული ხასიათით მკაფიოდ აღბეჭდილ პილიგრიმობას ასახავს. „სოფელი საჭიროა, უნდა გქონდეს, მარტო იმისთვის თუნდაც, რომ იქიდან წასვლას გაუგო გემო. სოფელი ნიშნავს, რომ მარტო არა ხარ, რომ იცი, ხალხში, მცენარეებში, მიწაში, რაღაც არის შენი და შენ რომც არ იყო, მაინც იქაა და მოგელის“.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი ჩეზარე პავეზე
  • მთარგმნელი მაია დონაძე
  • რედაქტორი ზვიად კვარაცხელია, ნატო გორდელაძე
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 236
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2021
  • ორიგინალის ენა იტალიური
  • სერია ინტელექტი 25 წლისაა
  • ავტორის წარმომავლობა იტალია


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.