თბილისში მიწოდება 3 საათში
Huslog HUS1005 მულტიფუნქციური მასაჟორია, რომელიც გამოიყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილის დასამასაჟებლად. მისი გამოყენებით თქვენ შეძლებთ კუნთების გამკვრივებას, სწრაფ გახურებას ინტენსიური ვარჯიშის დაწყებამდე, ასევე სარელაქსაციო მასაჟს, რთული და დამღლელი დღის შემდეგ. მასაჟორის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს ცელულიტის შემცირებას და კანის ელასტიურობის გაუმჯობესებას.
მასაჟორს აქვს სიჩქარის 6 განსხვავებული რეჟიმი, რომელთა რეგულირებაც შესაძლებელია ინდივიდუალური პრეფერენციებისა და საჭიროებების შესაბამისად. Huslog HUS1005-ს მოყვება 4 თავაკი (ball tip, Conical tip, Spiked tip, U-shaped tip) სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის. ბურთისებრი თავაკი (ball tip) იდეალურია სხეულის ყველა ნაწილის სტიმულირებისა და მოდუნებისთვის, მისი ერგონომიული დიზაინი კუნთების ღრმა მოდუნების საშუალებას იძლევა. კონუსის ფორმის თავაკი (Conical tip) განკუთვნილია კუნთოვანი ქსოვილებისა და ტრიგერული წერტილების ზუსტი მასაჟისთვის. Spiked tip თავაკი განკუთვნილია ინტენსიური მასაჟისთვის, მისი ფორმა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას იწვევს, განსაკუთრებით გამოსადეგია ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ კუნთების ეფექტური რელაქსაციისთვის. U-ს ფორმის თავაკი კი შექმნილია კისრის და ხერხემლის გარშემო არსებული კუნთების მასაჟისთვის.
მოწყობილობის მართვა მარტივად შეგიძლიათ კორპუსზე დატანილი ღილაკებით, ასევე კორპუსზე განთავსევულია LED ინდიკატორები, რომლებიც გაჩვენებთ სიჩქარის და მოწყობილობის ბატარეის დონეს. კომპაქტური დიზაინი სრულ კომფორტს გიქმნით გამოყენებისას, არ ღლის მაჯას და სხეულის ნებისმიერ ნაწილზე თავისუფლად შეძლებთ მიწვდომას.
კომპლექტაცია: Huslog HUS1005 მასაჟორი, 4 x თავაკი, USB-C კაბელი (50 სმ).
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.