კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ლუმპენ მილენიუმილუმპენ მილენიუმი
ლუმპენ მილენიუმი

უფასო მიწოდება

18.90
ლუმპენ მილენიუმი
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

ლუმპენ მილენიუმი

ID: 9789941373961
ლუმპენ მილენიუმი  lumpen mileniumiლუმპენ მილენიუმი  lumpen mileniumi

გამოცემის წელი: 2023

გვერდების რაოდენობა: 628

ISBN: 9789941373961

გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა

18.90

უფასო მიწოდება3 სთ-ში
ანოტაცია

ბესო სოლომანაშვილის რომანი „ლუმპენ მილენიუმი (სიმულაკრები ისტორიებისა, ისტორიები სიმულაკრებისა)” საგაა იმ ოჯახებისა, რომელთა წევრების უმეტესობაც ბოლშევიკებმა ამოწყვიტეს 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მათ სახლებში კი სხვა ოჯახები ჩაასახლეს საოკუპაციო რეჟიმის წინაშე „დამსახურების” სანაცვლოდ. ხარჯახიშვილების ძირძველი ოჯახიდან რეპრესიებს ეწირებიან იმჟამინდელი თავკაცი, ქაიხოსრო მცირე ხარჯახიშვილი და მისი უფროსი ვაჟები. ოჯახის დარჩენილი წევრები კი გადარჩენას ცდილობენ. ადამიანური ურთიერთობების ფონზე ჩანს საბჭოთა სისტემის მთელი საშინელება და ის დროდადრო გროტესკული აბსურდის სახეს იძენს. ეს მემკვიდრეობა დღემდე მოგვყვება. საქართველოს ტერიტორიებისა და ქართველთა ტვინების უზურპაციის 250-წლიანი უწყვეტი ისტორია ამ წუთებშიც გრძელდება. ამიტომაც წიგნი ადამიანების გაბრიყვების ამბავი უფროა, ვიდრე ისტორიული რომანი. ის ბოლო ასწლეულის ხელახლა გააზრების მცდელობაა და დროდადრო ათასწლეულსაც გადასწვდება. „ლუმპენ მილენიუმი” მეორე წიგნია ტრილოგიისა, რომელიც დაიწყო რომანით „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა”.

ბესო სოლომანაშვილი

დაიბადა 1964 წელს ბესო სოლომანაშვილმა უმაღლესი განათლება მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი: ვერნისაჟი, სისხლიანი სცენარი, დეტონატორი და სრულმეტრაჟიანი ფილმი ბოსტანი კონფლიქტის ზონაში, ასევე რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და ბიოგრაფიული ფილმების ციკლი პირველი რესპუბლიკის შესახებ. 1996 წლიდან დღემდე მუშაობს სხვადასხვა ტელეკომპანიაში გადაცემების და მხატვრული სერიალების დამდგმელ რეჟისორად. არის პოპულარული ქართული სერიალის ჩემი ცოლის დაქალების რეჟისორი. ბესო სოლომანაშვილი კარგად იცნობს საქართველოს ძველ და უახლეს ისტორიას, რაც მის ნაწარმოებებშიც ვლინდება. გამოცემული აქვს მოთხრობების სამი კრებული. ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა, ანუ ამბავი ჯალათი პაპაჩემისა, დედაჩემის მამა რომ იყო; ალუზიური მისტიფიკაცია მისი პირველი რომანია (2019).

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი ბესო სოლომანაშვილი
  • გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 628
  • ფორმატი 130 x 195 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2023
  • ორიგინალის ენა ქართული
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.