უფასო მიწოდება
დეკორატიული სანათი- "ბეთლემის ვიტრაჟი"
მასალა: დაპრესილი ხე-ფანერა+ორგმინა
ნივთის ზომა: 37 x 17 x 11 სმ
ძაბვა: 220V
ფერი: აკვამარინი+ფერადი ვიტრაჟის ეფექტი
არქიტექტურული სანათი, შექმნილია ძველ თბილისში, ბეთლემის ქუჩის 3 ნომერში მდებარე XIX საუკუნის სახლის სადარბაზოს, ფერადი ვიტრაჟის მიხედვით. სანათი განკუთვნილია ინტერიერის დეკორისთვის, აქვს როგორც ესთეტიკური ასევე ისტორიული და კულტურული ღირებულება, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ერთგვარი კონსერვაცია, ემსახურება მის პოპულარიზაციას, ძეგლის ხასიათის, ვიზუალის და ეფექტის განუსაზღვრელი დროით შენარჩუნებას მინიატურული ფორმაში
Lampino არის ხელნაკეთი სანათების ბრენდი, რომლის სახელითაც ქეთი ნოზაძე ქმნის სანათის არქიტექტურულ მოდელებს. ლამპინოსა მიზანი არის ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია. თითოეულ ნამუშევარში გამოხატულია ავტორის დამოკიდებულება ქვეყნის კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების მიმართ. მინიატურაში გადმოაქვს ის, რაც ღირებულად მიაჩნია, და ეს ემოცია იმდენად ნამდვილი და ბუნებრივია, რომ ყოველ მათგანში აგრძელებს გზას და გადამდები ხდება.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.