უფასო მიწოდება
Gorenje KAM26 PHP არის ძლიერი და პორტატული კონდიციონერი მულტიფუნქციური გამოყენებით, რომელიც დაგეხმარებათ ზაფხულის ცხელ დღეებში გასაგრილებლად და ზამთრის ცივ დღეებში გასათბობად. მას აქვს გათბობის, გაგრილების, სწრაფი გაგრილების, თვითწმენდის, ჰაერის გამოშრობის და ავტომატური რესტარტის ფუნქციები. აგრეთვე აქვს დისტანციურად მართვის შესაძლებლობა, პულტით. მოათავსეთ კონდიციონერი თქვენთვის სასურველ ადგილას ოთახში და დაარეგულირეთ სამუშაო რეჟიმი და ტემპერატურა თქვენი სურვილის მიხედვით.
Gorenje KAM26 PHP კონდიციონერს აქვს 2600 ვატიანი გაგრილების და 2400 ვატიანი გათბობის სიმძლავრე, LED განათება კორპუსზე და კომპაქტური დიზაინი, რომელიც დიდ ადგილს არ იკავებს და ეფექტურად ათბობს ან აგრილებს ოთახს.