უფასო მიწოდება
Remington Ci5318 კერამიკული ზედაპირის მქონე თმის სახვევი გაძლევთ საშუალებას დაიყენოთ 19 მმ-მდე ზომის ბუნებრივი კულულები სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად. კერამიკის ზედაპირი გამდიდრებულია კერატინითა და ნუშის ზეთით, რაც უზრუნველყოფს უფრო მოცულობითი და ჯანსაღი იერის მქონე ხვეულების დაყენებას.
მოწყობილობის გახურების მაქსიმალური ტემპერატურაა 210°C, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენს თმას ნებისმიერი ფორმა მისცეთ, ხოლო კულულები დიდი ხნის განმავლობაში არ დაიშლება.
Remington Ci5318 თმის სახვევს აქვს ტემპერატურის 8 რეჟიმი, რომელიც თავადვე შეგიძლიათ დაარეგულიროთ სურვილისამებრ. იგი ძალიან სწრაფად ხურდება, სულ რაღაც 30 წამში. მოწყობილობას აქვს ავტომატური გათიშვის ფუნქცია და მზადყოფნის ინდიკატორი. აღჭურვილია 1.8 მ სიგრძის კაბელით, რათა უფრო მოხერხებულად შეძლოთ სასურველ ვარცხნილობაზე მუშაობა.