უფასო მიწოდება
• თეთრი სადესერტო ღვინო.
• ყურძნის ჯიში: რქაწითელი.
• ტექნოლოგია: კლასიკური.
• ალკოჰოლის შემცველობა: 13%.
• ქვეყანა: საქართველო.
• რეგიონი: კახეთი.
• არომატი: ყვავილები, ჩირი.
• გემო: მსუბუქი, სასიამოვნო.
• ფერი: ქარვისფერი.
• ბოთლის ტიპი: შუშა.
• წელი: 2017.
• მოცულობა: 750 მლ.
რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ ამ განსაკუთრებულ სადესერტო ღვინოს აქვს ქარვისფერ-ოქროსფერი შეფერილობა. სიძველის არომატი კარგად არის შერწყმული ყვავილების და ხილის ჩირის, კერძოდ, ლეღვის, კომშის და სანელებლების სურნელთან. ეხამება უამრავი სახეობის ხილის სალათს, ნიგვზიან შოკოლადს და ასევე მძაფრ გემოებს. შესანიშნავი კომპონენტია საკუთარი რეცეპტით სასმელების და კოქტეილების დასამზადებლად. მიირთვით 14-180C ტემპერატურაზე
ვაზისუბნის მამულის ისტორია იმ დღიდან იწყება, როდესაც იმ პერიოდის საქართველოში სახელგანთქმულმა თავადმა, სულხან სულხან ჭავჭავაძემ, 1891 წელს ვაზისუბნის მამულში იშვიათი სახეობის ვენახები გააშენა. მის შემდეგ, სულხან ჭავჭავაძე მეღვინეობის დარგში ინოვატორად მოიხსენება, რომელმაც ვაზისუბნის მამული საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრად გადააქცია და მისი განვითარებისთვის უზარმაზარი ძალისხმევა გაიღო. ადგილის ხელახლა დაბადების პროცესი 2013 წლიდან დაიწყო, ვენახები ხელახლა გაშენდა, გაუქმებულ 140 წლის ღვინის მარანს ფუნქცია დაუბრუნდა; რესტავრაცია გაუკეთდა სასახლეს, რომელიც დღეს 19 ნომრიანი ბუტიკის ტიპის სასტუმროა, ულამაზესი ბაღით, სადაც ასწლოვანი ხეები და მცენარეთა იშვიათი სახეობები ხარობს. ვაზისუბნის მამული არის ადგილი ღვინით ტკბობისთვის, განსაკუთრებული მომენტებისთვის, დიდი გადაწყვეტილებების მისაღებად, საკუთარ თავთან და ბუნებასთან საურთიერთობოდ, სივრცე გარემოსა და ადამიანებზე ზრუნვისთვის.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.