უფასო მიწოდება
• თეთრი მშრალი ღვინო.
• ყურძნის ჯიში: მწვანე.
• ტექნოლოგია: ქვევრი.
• ალკოჰოლის შემცველობა: 13%.
• ქვეყანა: საქართველო.
• რეგიონი: კახეთი.
• არომატი: ლეღვი, ტროპიკული ხილი.
• გემო: ტანინიანი, ხანგრძლივი დასრულებით.
• ფერი: ღია ჩალისფერი.
• ბოთლის ტიპი: შუშა.
• წელი: 2020.
• მოცულობა: 750 მლ.
ღვინოს ახასიათებს ინტენსიური ქარვისფერი შეფერილობა, კარგად გამოხატული ტროპიკული ხილის და ლეღვის ჩირის არომატები. ღვინო არის სხეულიანი და აქვს ხანგრძლივი დაბოლოება. მიირთვით თეთრ ხორცთან, თევზთან და ზღვის პროდუქტების სალათებთან ერთად. მოხმარების ტემპერატურა 8-10 ° C.
ვაზისუბნის მამულის ისტორია იმ დღიდან იწყება, როდესაც იმ პერიოდის საქართველოში სახელგანთქმულმა თავადმა, სულხან სულხან ჭავჭავაძემ, 1891 წელს ვაზისუბნის მამულში იშვიათი სახეობის ვენახები გააშენა. მის შემდეგ, სულხან ჭავჭავაძე მეღვინეობის დარგში ინოვატორად მოიხსენება, რომელმაც ვაზისუბნის მამული საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრად გადააქცია და მისი განვითარებისთვის უზარმაზარი ძალისხმევა გაიღო. ადგილის ხელახლა დაბადების პროცესი 2013 წლიდან დაიწყო, ვენახები ხელახლა გაშენდა, გაუქმებულ 140 წლის ღვინის მარანს ფუნქცია დაუბრუნდა; რესტავრაცია გაუკეთდა სასახლეს, რომელიც დღეს 19 ნომრიანი ბუტიკის ტიპის სასტუმროა, ულამაზესი ბაღით, სადაც ასწლოვანი ხეები და მცენარეთა იშვიათი სახეობები ხარობს. ვაზისუბნის მამული არის ადგილი ღვინით ტკბობისთვის, განსაკუთრებული მომენტებისთვის, დიდი გადაწყვეტილებების მისაღებად, საკუთარ თავთან და ბუნებასთან საურთიერთობოდ, სივრცე გარემოსა და ადამიანებზე ზრუნვისთვის.