კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისაგრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა
გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა

უფასო მიწოდება

19.95
გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა

ID: 9789941313905
გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა  grdzeli ambavi nislta mosvlisaგრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა  grdzeli ambavi nislta mosvlisa
პირველი 10 გვერდი

გამოცემის წელი: 2021

გვერდების რაოდენობა: 676

ISBN: 9789941313905

გამომცემლობა: ინტელექტი

19.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში
ანოტაცია

„გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა“ ნატო დავითაშვილის „იროელთა ქრონიკების“ ბოლო წიგნიცაა და პირველიც. როგორც ქრონიკების მეშვიდე წიგნი, ეს ბოლოა და ამით სრულდება იროელთა დიდი თავგადასავალი. თუმ­ცა „ნისლთა მოსვლა“ ყველაფრის დასაწყისიცაა, ჯადოსნური გასაღები, რომლითაც ექვსი სხვა კარი იღება. „ამბავი ლილე იროელისა“, „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“, „აიას გზა“, „ლურჯი სუფრის მოცეკვავე“, „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“, „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ – ექვსი წიგნი და ექვსი სამყარო, რომელთა დასაწყისიც და დასასრულიც ახლა ხელში გიჭირავთ. 
 
ფენტეზის მკითხველი საქართველოში იცნობს ნატო დავითაშვილს, იცნობს და ელოდება მის ახალ ტექსტებს; იცნობენ მის სიზუსტეს, ჟანრის ერთგულებას, შთამბეჭდავი ფენტეზის შექმნის მრავალმხრივ და დახვეწილ ხერხებს, ამიტომ მის წიგნებს ფენტეზის ქართულ, თანამედროვე ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ნატო დავითაშვილის მკითხველმა იცის, რომ ქართული მითოსი ის საყრდენია, რაზეც „იროელთა ქრონიკების“ ყველაზე მოულოდნელი, ყველაზე ჯადოსნური თავგადასავლები დგას. ამბები და კავშირები, სტრუქტურა და არქიტექტურა – ყველაფერი, რაც უძველესი მითოსიდან ამოდის და თან ფენტეზის სრულიად თანამედროვე, უშეცდომო და ახალ სამყაროს ქმნის.  
 
რას ამხელენ და რას მალავენ მითები? ვის შეუძლია სტრიქონებს შორის საკრალურის და დაცულის პოვნა და ამოკრეფა? ვინ აბამს კავშირებს დამალულსა და გამქრალს შორის? როგორ შეიძლება გამოიხმო მკვლევრების ტექსტებსა თუ ბიბლიოთეკების საცავებში „გამომწყვდეული, დამტვერილი“ პერსონაჟები და ისინი თანამედროვე ფენტეზის ყველაზე ელვარე გმირებად აქციო? ვის შეუძლია ისეთი სიზუსტით შექმნას სრულიად ახალი სამყარო, რომ ეჭვიც არ შეგეპაროს მათ არსებობაში და ყოველ ნისლიან დღეს გაიფიქრო, ეს ნისლია თუ ხაშმების ახალი ამოსვლა?.. ეს მინიშნებები ყველასთვისაა: მათთვის, ვინც „იროელთა ქრონიკების“ ყველა წიგნი იცის და მოუთმენლად ელოდებოდა წრის შეკვრას და ეს მინიშნებები მასაც ეკუთვნის, ვისაც ქრონიკების ყველა წიგნი არ წაუკითხავს; დაბოლოს, ეს მინიშნებები განსაკუთრებით მისთვისაა, ვინც ახლა დაიწყებს... 

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი ნატო დავითაშვილი
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 676
  • ფორმატი 150 x 210 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2021
  • ორიგინალის ენა ქართული
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო
  • ასაკობრივი ჯგუფი საკითხავი მოზარდებისთვის


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.