უფასო მიწოდება
• ბუა, ჭაჭა რქაწითელი, 500 მლ.
• ყურძნის ჯიში: რქაწითელი.
• ტექნოლოგია: კლასიკური.
• ალკოჰოლის შემცველობა: 40%
• ქვეყანა: საქართველო.
• რეგიონი: კახეთი.
• არომატი: ყურძენი.
• ბოთლის ტიპი: შუშა.
• ფერი: გამჭვირვალე.
• მოცულობა: 500 მლ.
რქაწითელის ჭაჭა მზადდება სოფელ კარდენახში, კახეთში. ღვინის დადუღების შემდეგ ხდება ჭაჭის მოხსნა და მასში დარჩენილი წვენის დისტილაცია.
ბუა გახლავთ საოჯახო მეღვინეობა, რომელიც საქმიანობას ეწევა ქართლის რეგიონში, სოფელ ახატანში. ბრენდის მისიაა, შექმნას ღვინოები, რომლებიც თავიანთ ისტორიას გვიყვებიან. ეს ყველაფერი მე-19 საუკუნიდან დაიწყო, როდესაც სიმონ კობიაშვილმა ახათანში დასახლება გადაწყვიტა და დაიწყო მეღვინეობა უძველესი ტრადიციული მეთოდებით. 2018 წელს „ბუამ“ შეიძინა 0.4 ჰექტარი რქაწითელის ვენახი სოფელ კარდენახში, კახეთში, 2021 წელს კი 0.42 ჰექტარი გორული მწვანე გააშენა. ბუას ღვინის წარმოებაში არ გამოიყენება ხელოვნური დანამატები.