კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ბრაიდსჰედში დაბრუნებაბრაიდსჰედში დაბრუნება
ბრაიდსჰედში დაბრუნება

უფასო მიწოდება

29.95
ბრაიდსჰედში დაბრუნება
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

ბრაიდსჰედში დაბრუნება

ID: 9789941482274
ბრაიდსჰედში დაბრუნება  braidshedshi dabrunebaბრაიდსჰედში დაბრუნება  braidshedshi dabruneba
პირველი 10 გვერდი

მთარგმნელი: ლალი ყუშიტაშვილი

რედაქტორი: ნინო დეკანოიძე, ნატო გორდელაძე

გამოცემის წელი: 2018

გვერდების რაოდენობა: 460

ISBN: 9789941482274

გამომცემლობა: ინტელექტი

29.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში

მსგავსი პროდუქტები

დასასრულის განცდა
ფლობერის თუთიყუში
ანოტაცია

2004 წელს ალაბამის მკვიდრმა, კანონმდებელმა ჯერალდ ალენმა მიმართა საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნით, არ გაეცათ სახელმწიფო სახსრები იმ სახელმძღვანელოებისა და საბიბლიოთეკო მასალების შესყიდვისთვის, რომლებშიც აღიარებული და წახალისებული იყო ჰომოსექსუალიზმი, როგორც ცხოვრების მისაღები სტილი. მისი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებდა, რომ ის რომანები, რომლებსაც გეი პერსონაჟები ჰყავდა და კოლეჯის სახელმძღვანელოები, რომლებშიც აღიარებული იყო ჰომოსექსუალიზმი, როგორც ბუნებრივი მდგომარეობაა, უნდა დაუყონებლივ აეღოთ ბიბლიოთეკების თაროებიდან და გაენადგურებინათ. კანონპროექტი ითვალისწინებდა, რომ კანონი უნდა აღსრულებულიყო ალაბამას სკოლების, საჯარო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების მასშტაბით. აკრძალვა გულისხმობდა, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ლიტერატურას, მათ შორის ივლინ ვოს „რაიდსჰედში დაბრუნებას“, ელის უოკერის „იისფერს“, ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტსა“ და სხვა რომანებს. ივლინ ვოს „ბრაიდსჰედში დაბრუნებას“ ყველა თაობის მკითხველი თავისებურად აღიქვამს: სკოლის ასაკის მკითხველები, უმეტეს შემთხვევებში, რომანში „კონკიას“ ამბავს კითხულობენ – საშუალო კლასის წარმომადგენელი ჩარლზ რაიდერი, რომელსაც ხვედრად მძიმე ბავშვობა ერგო, ოქსფორდში სწავლისას სებასტიან ფლაიტს, მარკიზის, ლორდ მარჩმეინის, უმცროს ვაჟიშვილს და მის ოჯახს უმეგობრდება. ერთი შეხედვით ბედნიერი, მდიდარი და უზრუნველი ფლაიტები მასზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ. ჩარლზის ცხოვრება სრულიად იცვლება; ის სამყაროს ფლაიტების ფანჯრებიდან უცქერს, ბედნიერებას მათ მიერ გამოწვდილი პეშვიდან ეწაფება. ჩარლზისა და სებასტიანის ძლიერი, მაგრამ ხანმოკლე ჰომოსექსუალური სიყვარულის ისტორია, ამ მრავალწახნაგოვანი რომანის მხოლოდ ერთი მხარეა; ზრდასრული მკითხველისთვის კი უზარმაზარი, რთულად საცნობი, როგორც ავტორი ამბობს „სფეროთა სისტემა“ იშლება, სადაც ადამიანები „მბრუნავ პლანეტებს“ შორის იკარგებიან. და მაინც, კითხვაზე, რაზეა წიგნი, ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან სიყვარულისა და ერთი ოჯახის ისტორიის გარდა, ეს არის სამყაროს განვითარების, ძველისა და ახლის ჭიდილის, რელიგიის, მხატვრობის, არქიტექტურის, ლიტერატურის, პოეზიის, ინგლისისა და მთელი ევროპის, ომისა და მშვიდობის ეპოპეა; ალეგორიებით, ალუზიებით, მეტაფორებით აკინძული, ინგლისური იუმორითა და სარკაზმით გაჯერებული მხატვრული ქმნილება, რომელიც ინგლისური ლიტერატურის შედევრად მიიჩნევა.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი ივლინ ვო
  • მთარგმნელი ლალი ყუშიტაშვილი
  • რედაქტორი ნინო დეკანოიძე, ნატო გორდელაძე
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 460
  • ფორმატი 148 x 210 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2018
  • ორიგინალის ენა ინგლისური
  • ავტორის წარმომავლობა ინგლისი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.