უფასო მიწოდება
Ninja CB100EU მულტიფუნქციურ ბლენდერს აქვს ძლიერი ძრავი, რომლის წყალობითაც უმოკლეს დროში შეუძლია გადაამუშავოს ნებისმიერი ინგრედიენტი - ხილი, ბოსტნეული, თხილეული, ყინული. ბლენდინგის გარდა, შეუძლია ნებისმიერი ტიპის მილქშეიკის, სმუზის, დესერტის, სასმლისა და სოუსის მომზადება წინასწარ განსაზღვრული რეჟიმებით.
Auto IQ ტექნოლოგიით, კონკრეტული რეჟიმის არჩევისას, Ninja CB100EU ბლენდერი მაქსიმალური სიზუსტით მიჰყვება ნებისმიერ რეცეპტსა თუ ინსტრუქციას და იდეალურ შედეგებს იძლევა. თუმცა, თუ ინსპირაციას გრძნობთ და ექსპერიმენტების ჩატარება გსურთ, შეგიძლიათ თავადაც აკონტროლოთ ბლენდინგის დონე და პარამეტრები. მოწყობილობის საჭრელი პირები დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. მოხსნადი ნაწილების რეცხვა შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.