თბილისში მიწოდება 3 საათში
ღვინო დამზადებულია ტრადიციული მეთოდით ლეჩხუმში, სოფელ ორხვში მოყვანილი ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან. ჰაეროვან ღვინოს აქვს ძალიან ღია ჩალისფერი შეფერილობა, ხანგრძლივი, გამყოლი გემო მწვანე ვაშლის არომატითა და გაზაფხულის ყვავილების სურნელებით.
„ბარბალეს მარანი“ 2014 წელს შეიქმნა, ღვინოები, რომლებიც თქვენს წინაშეა წამოდგენილი 2017-2019 წლებშია ბოთლში დავარგებული. ჩვენი მარანი ღვინის ისეთ გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს, როგორებიცაა ოცხანური საფერე, ციცქა-ქოლიკაური, უსახელოური, ხიხვი, ხვანჭკარა და სხვა. ბარბალე ნაყოფიერებისა და მზის ქალღმერთია ქართულ მითოლოგიაში, ამავდროულად წინაქრისტიანული ღმერთების პანთეონის ერთ-ერთი მთავარი ღმერთია, კოლხ-იბერები – პროტოქართველები მას ეთაყვანებოდნენ, როგორც საწყის მფარველს, ასევე ნაყოფიერების ქალღმერთს, რომელიც განაპირობებდა და უზრუნველყოფდა არა მარტო ადამიანების, არამედ მიწის, ყოველი ცოცხალი არსების ნაყოფიერებასა და სიცოცხლის უწყვეტ ციკლს. ასო ბანი, ბორბალი, ბრუნვა, ბარბალე, ბარბარობა, ბორჯღალი ურთიერთკავშირშია და სათავეს ჩვენი ძალიან ძველი წარსულიდან იღებს. აქედანაა ჩვენი სახელიც ,,ბარბალე მარანი».
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.