ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
•თეთრი ცქრიალა მშრალი ღვინო.
•ყურძნის ჯიში: გორული მწვანე, კახური მწვანე, რქაწითელი, ჩინებული, ცოლიკოური.
•ტექნოლოგია: კლასიკური.
•ალკოჰოლის შემცველობა: 12%.
•ქვეყანა: საქართველო.
•რეგიონი: კახეთი.
•არომატი: თეთრი ხილი.
•გემო: ჰაეროვანი.
•ბოთლის მასალა: შუშა.
•ფერი: თეთრი.
•მოცულობა: 750 მლ.
ასკანელის თეთრი მშრალი ცქრიალა ღვინო 5 სახეობის ყურძნისგან, გორული და კახური მწვანეს, რქაწითელის, ჩინებულისა და ცოლიკოურისგანაა დამზადებული კლასიკური მეთოდით. სასმელს ჩალისფერი შეფერილობა, თეთრი ხილის არომატი და ჰაეროვანი, ნაზი გემო ამშვენებს.
ლეგენდის თანახმად, სოფელ ასკანაში დგას უძველესი ციხესიმაგრე, რომელსაც დიდი ასაკისა და გამორჩეული გამძლეობის გამო ასკანიანი ციხე ეწოდა. ასკანელის სახელის საფუძვლებიც ქართველის მებრძოლი ხასიათის მითოსსა და ისტორიაში მოიპოვება. ანთიმოზ ჩხაიძე ის ადამიანია, ვის სახელსაც ასკანელის მეღვინეობის ტრადიციისთვის საფუძვლის ჩაყრა უკავშირდება. მან ააგო მარანი მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, სადაც ამზადებდა განსაკუთრებულად სუფთა და არომატულ ღვინოს სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან. ერთ-ერთი ჯიში, რომელიც ჩხაიძეების გვარმა შემოინახა, სახელგანთქმული ჩხავერია. ამბობენ, ჩხაიძეების გვარიც ამ სახელიდან მოდისო. ბრენდის მიღმა არსებული ადამიანებისთვის, ეს გადმოცემები სიამაყისა და უდიდესი პასუხისმგებლობის საფუძველია. დღეს კომპანია 60 სახეობაზე მეტი დასახელების ღვინოს აწარმოებს, ასევე ასხამს ბრენდის, შუშხუნა ღვინოსა და ჭაჭას. აქვს ქარხნები სამ რეგიონში - კახეთში, გურიასა და თბილისში.